საზოგადოებასაქართველო

სამწუხარო ანტირეკორდი! – საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსით 74 პაციენტი გარდაიცვალა

საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსით 74 პაციენტი გარდაიცვალა. 

ქვეყანაში გასულ 24 საათში კორონავირუსით ინფიცირების 4 901 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 2 586 პაციენტი.

წინა დღის, 20 აგვისტოს მდგომარეობით კი, საქართველოში კორონავირუსის 4 743 ახალი შემთხვევა გამოვლინდა,გამოჯანმრთელდა 3 393 პაციენტი, გარდაიცვალა 59 ადამიანი. 19 აგვისტოს მდგომარეობით კი, ერთ დღეში 58 კოვიდპაციენტი გარდაიცვალა.

პანდემიის დაწებიდან დღემდე ვირუსს საქართველოში 6 723 ადამიანი ემსხვერპლა.

სულ დადასტურებულია ინფიცირების 510941 შემთხვევა, მათ შორის 442956 პაციენტი გამოჯანმრთელდა.

გარდაცვალების მაღალი მაჩვენებელი, ერთი მხრივ, გამწვავებულ ეპიდემიოლოგიურ ვითარებას და ინფიცირების შემთხვევების ზრდას უკავშირდება, მეორე მხრივ კი, ვაქცინაციის კამპანიის დაგვიანებას, რადგან როგორც სტატისტიკა მოწმობს, ვაქცინირებული ადამიანების კორონავირუსის გამო გარდაცვალების შემთხვევების რაოდენობა მინიმალურია.

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის (NCDC) მონაცემებით, 21 აგვისტოს მდგომარეობით, საქართველოში სრულად ვაქცინირებულია 276 917 ადამიანი, რაც ზრდასრული მოსახლეობის 9.7%-ს შეადგენს.

ერთი დოზით ვაქცინირებულია მოსახლეობის 23.2% – 661 788 ადამიანი. სულ საქართველოში დღემდე ჩატარებულია 938 705 აცრა.

ბოლო 24 საათში საქართველოში 28 555 ადამიანი აიცრა. 19 აგვისტოს ეს მაჩვენებელი 23 986-ს შეადგენდა.

ისრაელში კი, სადაც უკვე სრულად ვაქცინირებულია მოსახლეობის 58%-ზე მეტი, მესამე – ბუსტერული დოზის გაკეთებაც დაიწყეს. თავიდან მესამე დოზას 60 წელს გადაცილებულ მოქალაქეებს უკეთებდნენ, ახლა კი ამ პროცესში 40 წელს გადაცილებულებიც ჩაერთვნენ.

ნუცა ყაველაშვილი

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close