fbpx
საზოგადოება

ნახეთ, სად არის შესაძლებელი აცრა წინასწარი რეგისტრაციის გარეშე

საქართველოს ჯანდაცვის სამინისტრო აქვეყნებს იმ დაწესებულებების ჩამონათვალს ქვეყნის მასშტაბით, სადაც მოქალაქეებს  წინასწარი რეგისტრაციის გარეშე შეუძლიათ აცრა კოვიდ-19-ის წინააღმდეგ:

  • თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსტიტეტის პირველი კორპუსის სივრცე (ვაჟა-ფშაველას გამზირი 33) – ვაქცინაცია შესაძლებელია: ფაიზერის ვაქცინით. ცენტრი მუშაობს მუშაობს ყოველდღე (დასვენების დღეების ჩათვლით) 09:00-იდან 20:00-მდე;
  • ტექნიკური უნივერსიტეტის მეექვსე კორპუსი (სააკაძის მოედანი, კოსტავას ქუჩა 77) – ვაქცინაცია შესაძლებელია: ფაიზერით, სინოვაკით, სინოფარმით. ცენტრი მუშაობს ყოველდღე (დასვენების დღეების ჩათვლით) 10:00-იდან 20:00-მდე შესვენების გარეშე;
  • საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი (სეუ) (წინანდლის ქუჩა 19) – ვაქცინაცია შესაძლებელია: ფაიზერით, სინოვაკით, სინოფარმით. ცენტრი მუშაობს ყოველდღე (დასვენების დღეების ჩათვლით) 10:00-იდან 18:00 სთ-მდე შესვენების გარეშე;
  • „ექსპრეს მედიქალ სერვისი“ თბილისის ზღვის პლაზა ჰუალინგი (ჯუმბერ ლეჟავას ქუჩა 22) – ვაქცინაცია შესაძლებელია: ასტრაზენეკათი, ფაიზერით, სინოფარმითა და სინოვაკით. ცენტრი მუშაობს მუშაობს ყოველდღე (დასვენების დღეების ჩათვლით) 10:00-სთ-იდან 17:30-მდე;
  • სავაჭრო ცენრი „ლილო მოლი“ (კახეთის გზატკეცილი 112) – ვაქცინაცია შესაძლებელია სინოფარმის ვაქცინით. ცენტრი მუშაობს 10:00-იდან 16:00-მდე, შესვენება 13:00-14:00;
  • მცხეთის სამედიცინო ცენტრის ვაქცინაციის სივრცე მცხეთის სპორტულ გამაჯანსაღებელ კომპლექსში (სამხედროს ქუჩა 9) – ვაქცინაცია შესაძლებელია: ფაიზერის ვაქცინით. ცენტრი მუშაობს ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით 10:00-იდან 18:00-მდე, შესვენების გარეშე;
  • ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი (რუსთაველის/ნინოშვილის ქუჩა 32/35) – ვაქცინაცია შესაძლებელია: ფაიზერით, სინოვაკითა და სინოფარმით. ცენტრი მუშაობს ყოველ დღე (დასვენების დღეების ჩათვლით) 10:00-დან 17:00-მდე, შესვენების გარეშე;
  • ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრი (რუსთაველის ქუჩა 89) – ვაქცინაცია შესაძლებელია: სინოფარმითა და სინოვაკით. ცენტრი მუშაობს ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით 10:00-დან 18:00-მდე, შესვენების გარეშე.
კომენტარები
თეგები

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close