fbpx
საზოგადოებასაბერძნეთი

გადაფრენა „გავარვარებული“ ათენის თავზე – დრონმა „თერმული ეფექტები“ გადაიღო (ვიდეო)

დრონებმა, ტელეკამერების გამოყენებით, კვირას ათენი ჩიტის გაფრენის სიმაღლიდან გადაიღეს და ექსტრემალური თერმული ეფექტები დააფიქსირეს. საბერძნეთის დედაქალაქი, ფაქტობრივად, გავარვარებული იყო. აკროპოლისზე მარმარილოს ტემპერატურამ 55°C-ს გადააჭარბა.

Up Stories-ის გუნდმა meteo.gr-სთან თანამშრომლობით, უნიკალური შესაძლებლობა მოგვცა, თვალნათლივ დაგვენახა სიცხის „ტალღები“ აკროპოლისისა და ათენის ცენტრალური მოედნის – ომონიის თავზე ვიდეოს საშუალებით, რომელიც ტელეკამერის მქონე დრონმა გადაიღო. ვიდეოკადრებზე ჩანს წმინდა მთის ტერიტორია, სადაც ქვის ზედაპირის ტემპერატურამ  +55° C-ს გადააჭარბა; აგრეთვე, ომონიის მოედანი, სადაც ასფალტის ტემპერატურა, ასევე, +55° C-ს ასცდა.

ყველაზე მაღალი ტემპერატურული მაჩვენებლები – 60°C-ზე მეტი – დაფიქსირდა ასფალტზე და ძველი შენობების სახურავებზე,  ხოლო ყველაზე დაბალი – ახალი შენობების ფასადებსა და ომონიის მოედანზე არსებული შადრევანის სიახლოვეს – 35°С.

ექსტრემალური სიცხე ხუთშაბათის  (5 აგვისტო) ჩათვლით შენარჩუნდება. დღეიდან მოსალოდნელია აფრიკიდან ცხელი ჰაერის მასების შემოსვლის გააქტიურება და სიცხე მომდევნო დღეებში კიდევ მოიმატებს. მაქსიმალურ მაჩვენებლებს 43-45°С-ს ფარგლებში ვარაუდობენ, ზოგან კი შესაძლოა ვერცხლისწყლის სვეტის სიმაღლე 46-47°С-იან დანაყოფს ასცდეს. ტემპერატურის კლებას მეტეოროლოგები პარასკევიდან, 6 აგვისტოდან ელოდებიან.

ნინო ბაჯელიძე

კომენტარები
თეგები

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close