fbpx
სპორტი

ტოკიო-2020: იაკობ ქაჯაია ვერცხლის მედლის მფლობელი გახდა

ქართველი მოჭიდავე, მძიმეწონოსანი (130 კგ-მდე წონითი კატეგორია) იაკობ ქაჯაია ტოკიოს ოლიმპიადის ვერცხლის მედლის მფლობელი გახდა ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში.

იგი ფინალურ ორთაბრძოლაში ლეგენდარულ კუბელ მოჭიდავეს, 3 ოლიმპიადის გამარჯვებულს, 38 წლის მიხაინ ლოპეს ნუნიესს (Mijaín López Núñez) დაუპირისპირდა და უძლიერეს მოწინააღმდეგესთან ვერაფერი გააწყო. იაკობმა შეხვედრა ანგარიშით 5:0 დათმო და ვერცხლის მედალს დასჯერდა, კუბელმა კი მეოთხე ოლიმპიური ოქრო მიითვალა.

ამ შედეგით ლოპეს ნუნიესმა რუს მოჭიდავეს, ალექსანდრ კარელინს აჯობა, რომელსაც ოლიმპიადის 3 ოქროს და ერთი ვერცხლის მედალი აქვს მოპოვებული და გინესის რეკორდების წიგნშია შეყვანილი, როგორც მოჭიდავე, რომელსაც 30 წლის განმავლობაში არცერთი დაპირისპირება არ წაუგია.

დღეს სპორტის ამ სახეობაში კიდევ ერთი ქართველი მოჭიდავე – გიორგი მელია გამოდიოდა (97 კგ), რომელიც პირველივე შეხვედრაში მსოფლიოს ორგზის ჩემპიონ, რუსეთის წარმომადგენელ მუსა ევლოევთან დამარცხდა, მიუხედავად ამისა, რადგან ევლოევმა ნახევარფინალი მოიგო და ფინალში გადავიდა, გიორგი მელიას მედლის მოპოვების შანსი გაუჩნდა – იგი ხვალ რეპეშაჟში ბრინჯაოს მედლისთვის იბრძოლებს.

ამ დროისთვის საქართველოს ოლიმპიურ ნაკრებს 6 მედალი აქვს მოპოვებული – 1 ოქროსი, 4 ვერცხლისა და ერთი ბრინჯაოსი. ამ შედეგით საქართველო 27-ე ადგილზეა.

ნუცა ყაველაშვილი

კომენტარები
თეგები

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close