fbpx
მსოფლიოსაზოგადოება

დედამიწა დენთის კასრად იქცა – მსოფლიოს 158 ქვეყნის 14 ათასი მეცნიერის გაფრთხილება

დედამიწის კლიმატის ცვლილებამ პლანეტის უმნიშვნელოვანესი მაჩვენებლების შეუქცევადი გაუარესება გამოიწვია, იუწყება Daily Mail-ი ორეგონის უნივერსიტეტის მეცნიერებზე დაყრდნობით.

აღინიშნება, რომ მკვლევარების მიერ შედგენილ ახალ დოკუმენტს მსოფლიოს 158 ქვეყნის 14 ათასმა მეცნიერმა მოაწერა ხელი. ეს 2019 წელს პირველად გამოქვეყნებულ დოკუმენტზე ხელმომწერთა რაოდენობაზე მეტია – მაშინ ანგარიშს 153 ქვეყნის 11 ათასი მეცნიერი აწერდა ხელს.

სწავლულთა კვლევის თანახმად, დედამიწის 31 სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ფუნქციიდან 16-მა – სათბური გაზების კონცენტრაციის, ოკეანის გამჟავიანებისა და ცხოველთა სულადობის ჩათვლით – ახალი რეკორდი დაამყარა გაუარესების კუთხით.

მეცნიერებს მიაჩნიათ, რომ ეს ყველაფერი, ნახშირორჟანგის დონის მატებასთან ერთად, პლანეტას „დენთის კასრად“ აქცევს – მატულობს კლიმატური უბედურებების რაოდენობა: სულ უფრო ხშირად ხდება წყალდიდობები, შტორმები, ტყის ხანძრები და სხვა.

„ჩნდება სულ უფრო მეტი მტკიცებულება იმისა, რომ უკვე მივუახლოვდით ან უკვე გავცდით კიდეც გარდამტეხ მომენტებს, რომლებიც დედამიწის სისტემის მნიშვნელოვან ნაწილებს უკავშირდება, მარჯნის რიფების, ამაზონიის ტროპიკული ტყეებისა და დასავლეთ ანტარქტიკისა და გრენლანდიის ყინულოვანი ფარების ჩათვლით“, – ნათქვამია მეცნიერთა ანგარიშში.

მიუხედავად იმისა, რომ გასულ წელს კორონავირუსის პანდემიის გამო, როდესაც მსოფლიოში გლობალური ლოკდაუნი იყო გამოცხადებული, დედამიწაზე ჰაერის დაბინძურების დონემ მნიშვნელოვნად დაიწია, კლიმატის ცვლილებებთან დაკავშირებული სიტუაცია არ გაუმჯობესებულა.

მეცნიერები მოუწოდებენ კაცობრიობას, გაერთიანდნენ ბუნების კრიზისის გადასალახად, რომლის უპირველეს მიზეზადაც ისინი ადამიანის მიერ პლანეტის გადაჭარბებულ ექსპლუატაციას მიიჩნევენ.

sputnik-georgia.com

კომენტარები
თეგები

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close