რას არ გაიგებ/ფაქტები

„დედა, უნდა გამიშვა…“ – 18 წლის გოგონა, რომლის ბიოლოგიური ასაკიც 144 წელი იყო, გარდაიცვალა

ინგლისის დასავლეთ სასექსის მკვიდრი აშანთი სმითი (Ashanti Smith) 18 წლის ასაკში იშვიათი გენეტიკური პათოლოგიით გარდაიცვალა, რომელიც სხეულის დაჩქარებულ დაბერებას იწვევს. გოგონას ბიოლოგიური ასაკი 144 წელი იყო, იუწყება Daily Mail-ი.

გოგონა ჰაჩინსონ-გილფორდის სინდრომით (იგივე პროგერია) დაიბადა. ადამიანები ამ დაავადების დროს რვაჯერ უფრო ჩქარა ბერდებიან. ამ გენეტიკური დეფექტით დაავადებული პაციენტის სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა დაახლოებით 12 წელია, ხოლო პაციენტის სხეულის ცვლილებები – 90 წლის ასაკის ეკვივალენტი.

17 ივლისს, მე-18 დაბადების დღიდან რამდენიმე კვირის შემდეგ, აშანთი გულის უკმარისობით სახლში, ოჯახის გარემოცვაში გარდაიცვალა. მისი ბოლო სიტყვები იყო: „დედა, უნდა გამიშვა…“

აშანთი დედასთან ერთად. ფოტო ფიბი ლუიზა სმითის ფეისბუქიდან

აშანთის დედის, ფიბი ლუიზა სმითის თქმით, მისმა ქალიშვილმა იცოდა, რომ ავად იყო და დიდხანს ვერ იცოცხლებდა, მაგრამ ის ძლიერი პიროვნება იყო და ცდილობდა, ოპტიმიზმით შეეხედა ცხოვრებისთვის. როდესაც სხვა ბავშვები ინტერესით ათვალიერებდნენ, გოგონა იღიმებოდა და ამბობდა, რომ ყველა მას უყურებდა, რადგან ყველაზე ლამაზი იყო.

გოგონას მხოლოდ სიმელოტის გამო სწყდებოდა გული. ჯანმრთელობის სირთულეების მიუხედავად, აშანთი კომუნიკაბელური გოგონა იყო და, ისევე როგორც ყველა მისი ასაკის ბავშვი, სკოლაში დადიოდა. თანაკლასელებს იგი უყვარდათ.

10 წლის ასაკში პატარა გოგონას გულმა ისე უმტყუნა, რომ  ჟანგბადის პორტატული აპარატი დასჭირდა. მალე ბარძაყის ძვალი მოიტეხა, მაგრამ ეტლში არ ჩაჯდა.გოგონა დედ-მამას ხელში აყვანილი დაჰყავდა. მან პირობა დადო, რომ გაივლიდა და კვლავ ისწავლა სიარული.

… უყვარდა ცხოვრება და სურდა, ისე ეცხოვრა, როგორც თანატოლებს. გოგონა ყველას სთხოვდა. მოპყრობოდნენ ისე, როგორც ჩვეულებრივ ბავშვს და ასაკის შესაბამისად იქცეოდა –  უსმენდა მუსიკას, დადიოდა კონცერტებზე და პარკებში, შეუყვარდა…

მეგობრებმა და ოჯახის წევრებმა აშანთის მე-18 დაბადების დღეზე მხიარული დღესასწაული მოუწყვეს. იუბილარმა წვეულებაზე პირველად გასინჯა ალკოჰოლი და ეს იყო კოქტეილი, სახელად – არც მეტი, არც ნაკლები – „სექსი სანაპიროზე“.

მანანა ბანძელაძე

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close