fbpx
მსოფლიოსაზოგადოება

რა უძრავ ქონებას ფლობს ვატიკანი – ცნობილი ხდება წმინდა საყდრის საბიუჯეტო მონაცემები

ისტორიაში პირველად ვატიკანმა საკუთარი უძრავი ქონების შესახებ ინფორმაცია გამოაქვეყნა, რომელშიც მიუთითებს, რომ 5000-ზე მეტ ობიექტს ფლობს და, ძირითადად, იტალიაში. ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.

გამჟღავნებული ინფორმაცია შეიცავს ორ დოკუმენტს – 2020 წლის კონსოლიდირებულ ფინანსურ ანგარიშსა და წმიდა საყდრის ქონების განყოფილების (APSA) პირველ საჯარო ბიუჯეტს.

APSA, რომელიც ერთგვარი საბუღალტრო განყოფილებაა, ვატიკანის უძრავ ქონებასა და ინვესტიციებს განაგებს, ანაზღაურებს ხელფასებს და შესყიდვებისა და ადამიანური რესურსების განყოფილებების ფუნქციასაც ასრულებს.

APSA-ს 30-გვერდიანმა ბიუჯეტმა აჩვენა, რომ ვატიკანი უძრავი ქონების 4051 ობიექტს იტალიაში ფლობს, ხოლო დაახლოებით 1120-ს უცხოეთში ფლობს, რაშიც საელჩოების ქონება არ შედის.

იტალიური ქონების მხოლოდ 14% იყო გაქირავებული საბაზრო ფასებით, ხოლო დანარჩენი – ფასდაკლებით, რომელთა უმეტესობა ეკლესიის მსახურებს ჰქონდათ ნაქირავები. დაწესებულებების დაახლოებით 40% ინსტიტუციური შენობებია, როგორიცაა: სკოლები, მონასტრები და საავადმყოფოები.

დოკუმენტაციამ აჩვენა, რომ APSA საინვესტიციო ქონებას ლონდონის, ჟენევის, ლოზანისა და პარიზის პრესტიჟულ ადგილებში ფლობს. ლონდონის სამხრეთ კენსინგტონის რაიონში ერთმა შენობამ ვატიკანს დიდი ზარალი მოუტანა მას შემდეგ, რაც წმინდა საყდრის სახელმწიფო სამდივნომ ის 2014 წელს ინვესტიციის სახით შეიძინა. ამ ობიექტის შეძენასთან დაკავშირებით ვატიკანში 10 პირის სასამართლო პროცესი იწყება, რომელთა შორისაა ცნობილი კარდინალიც (ჯოვანი ანჯელო ბეჩუს სასამართლო 27 ივლისს დაიწყო – მას ბრალად ედება საფინანსო მაქინაციები ლონდონში უძრავი ქონების შესყიდვისას – nostal.ge). მათ ბრალი ედებათ ფინანსური დანაშაულის ჩადენაში, როგორიცაა გაფლანგვა, ფულის გათეთრება, თაღლითობა, გამოძალვა და სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენება.

წმინდა ტაძრის კონსოლიდირებულმა ფინანსურმა ანგარიშმა აჩვენა, რომ გასულ წელს ვატიკანს 64.8 მლნ ევროს, 2019 წელს კი 79.2 მლნ ევროს დეფიციტი ჰქონდა.

2020 წელს COVID-19-ის პანდემიამ ვატიკანის შემოსავლებს მძიმედ დაარტყა.

bpn.ge

კომენტარები
თეგები

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close