fbpx
საზოგადოება

„წინ ჯერ კიდევ გრძელი და რთული გზაა…“ – თინა ხიდაშელი გერმანიის ერთ-ერთ კლინიკაში მკურნალობს

თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა თინა ხიდაშელმა კოვიდ-19 გადაიტანა და რამდენიმე თვეა ვირუსისაგან დატოვებულ ურ­თუ­ლეს გართულებებს ებრძვის. იგი ამჟამად გამოკვლევებზე გერმანიის ერთ-ერთ კლინიკაში იმყოფება და სოციალური ქსელით  გულშემატკივრებს ახალ ინფორმაციას უზიარებს.

„ცოტაოდენი სიახლეები გულშემატკივრებს, კეთილი ადამიანების, მეგობრების და ბევრი კარგი ხალხის რჩევის, თხოვნის, მოთხოვნის და დახმარების შედეგად ვიმყოფები გერმანიაში კვლევებზე. ფეხზე დადგომა/გამოჯანმრთელების გზების დასადგენად. მიუხედავად ბევრი დიდი თუ პატარა პრობლემისა, რომელიც ყოველდღიურად ჩნდება, როგორც ჩანს, ყველაფერი კარგად იქნება და სიარულსაც შევძლებ, თუმცა წინ ჯერ კიდევ გრძელი და რთული გზაა… ყველას, ნაცნობებს და უცნობებს, დიდი მადლობა კიდევ ერთხელ ვინც მწერთ, მეხმიანებით და მუდმივად კითხულობთ ჩემს ამბავს“, – წერს თინა ხიდაშელი.

კომენტარები
თეგები

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close