ქართველები უცხოეთში

სასტუმროს ნომრიდან გამქრალი ნივთები და საეჭვო განმარტება – ახალი დეტალები საბერძნეთში გარდაცვლილი ქართველის ბურუსით მოცულ საქმეში

ათენში, დაუდგენელი მიზეზით, 10 დღის წინ გარდაცვლილი 67 წლის მანანა ხეთაგურის ცხედრის დაკრძალვის ან საქართველოში გადმოსვენების საკითხი ისევ ღიად რჩება. ბერძნული მხარის მიერ ცხედრის კრემაციას გარდაცვლილის ოჯახი კატეგორიულად ეწინააღმდეგება და საბერძნეთში საქართველოს საელჩოს იმედი აქვს. 

მანანა ხეთაგურის გაურკვეველ ვითარებაში დაღუპვის საქმეში ახალი დეტალები ხდება ცნობილი. ირკვევა, რომ სასტუმროს ხელმძღვანელობამ ექსპერტ-კრიმინალისტების მისვლამდე ნომრიდან, სადაც ცხედარი შემთხევით აღმოაჩინეს, ყველა ნივთი გაიტანა, რაც შესაძლოა პოლიციას სიკვდილის მიზეზების დადგენაში დახმარებოდა.

მანანა ხეთაგური ათენის ერთ-ერთ სასტუმროში რამდენიმე დღის გარდაცვლილი იპოვეს. ბერძნულმა მხარემ ცხედრის დაწვის გადაწყვეტილება მიიღო, თუმცა ოჯახის და საბერძნეთში საქართველოს საელჩოს ჩართულობით, პროცესი შეჩერდა. რამ გამოიწვია ქალის გარდაცვალება, ჯერ ისევ დაუდგენელია.

მანანა ხეთაგურის გარდაცვალების მიზეზების დადგენას მოითხოვენ საბერძნეთში ქართველი ემიგრანტებიც.

ცხედარზე ჩატარებული ექსპერტიზის დასკვნა უახლოეს დღეებში გახდება ცნობილი.

rustavi2.ge

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close