fbpx
საზოგადოება

კლინიკა „ნიუ ჰოსპიტალსთან“ მომხდარი ავარიის შედეგად დაშავებული კიდევ ერთი ადამიანი გარდაიცვალა

კრწანისის ქუჩაზე მომხდარი ავარიის შედეგად გარდაცვლილთა რიცხვი სამამდე გაიზარდა – დაშავებული მამაკაცი 49 წლის მამაკაცი კლინიკა „ნიუ ჰოსპიტალსში“ გადიოდა მკურნალობას. 

ექიმების თქმით, მას სიცოცხლესთან შეუთავსებელი ნიშნები ჰქონდა, რის გამოც მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა.

„ნიუ ჰოსპიტალსში“ მოთავსებული მამაკაცი წუხელ, გვიან ღამით გარდაიცვალა. კლინიკაში რჩება ავარიისას დაშავებული კიდევ 2 პაციენტი, ახალგაზრდა ქალი არასრულწლოვან შვილთნ ერთად.

შეგახსენებთ, რომ 12 ივნისს თბილისში, კრწანისის ქუჩაზე ავტომობილის მძღოლმა „ნიუ ჰოსპიტალსთან“ მოსახვევში საჭე ვერ დაიმორჩილა, გზის საპირისპირო მხარეს გადავიდა და კლინიკის ეზოში შევარდა, გზად კი რამდენიმე მსუბუქი ავტომობილიც მოიყოლა.

კომენტარები
თეგები

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close