fbpx
საზოგადოება

„ღმერთმა მაჩუქა ივლიტა, თანაც ორი… ახლა მონატრება უფრო მეტია… ღმერთო, ჩიტსაც ნუ მოუკლავ შვილს“ – მამა გიორგი ჯიბუტი (ვიდეო)

13 ივნისის ტრაგედიიდან 6 წელი გავიდა. დღე, რომელიც მთლიანად საქართველოსთვის დიდ ტკივილთან ასოცირდება. 

სტი­ქი­ის შე­დე­გად და­ი­ღუ­პა 21 ადა­მი­ა­ნი და და­ზა­რალ­და ათა­სო­ბით მო­ქა­ლა­ქე. სტი­ქი­ამ გა­ა­ნად­გუ­რა ​სა­ცხოვ­რე­ბე­ლი სახ­ლე­ბი, გზე­ბი, ხი­დე­ბი, გვი­რა­ბე­ბი, საყ­რდე­ნი კედ­ლე­ბი, სა­კო­მუ­ნი­კა­ციო სის­ტე­მე­ბი. მთლი­ა­ნად და­იტ­ბო­რა „მზი­უ­რი­სა“ და ზო­ო­პარ­კის ტე­რი­ტო­რია.

23 წლის ივლიტა ჯიბუტი ტრაგედიის ღამეს საკუთარ სახლში მეუღლესა და მეგობართან ერთად იმყოფებოდა. მდინარე ვერეს ადიდების გამო ოჯახის წევრები იძულებული გახდნენ, სახურავზე ასულიყვნენ, თუმცა მოვარდნილმა მდინარემ ივლიტა და მისი მეგობარი მარიამ ქუთელია გაიტაცა. გოგონას ცხედარი მოგვიანებით „მზიურის“ ტერიტორიაზე იპოვეს.

გარდაცვლილი გოგონას მა­მა, სა­სუ­ლი­ე­რო პირი, მამა გი­ორ­გი (ჯი­ბუ­ტი) ტრა­გე­დი­ის ღა­მეს იხ­სე­ნებს და ივ­ლი­ტას გარ­დაც­ვალე­ბის შემ­დგომ ცხოვ­რე­ბის სირთუ­ლე­ზე სა­უბ­რობს.

„ღმერთმა მაჩუქა ივლიტა, ორი თანაც… როცა დაიბადა ივლიტა, სიხარულის გრძნობა მქონდა, რა თქმა უნდა, რომ გრძელდება სიცოცხლე ჩემი შვილის ამ პატარების სახით. მადლობელი ვარ ჩემი შვილების, რომ ეს სახელი დაარქვეს. ჩემთვის სასიხარულოა, რომ ორივეს ჰქვია ივლიტა. სიხარულის გრძნობაა, მაგრამ ჩემს შვილს ხომ ვერ შეცვლის, თავისთავად.

13 ივნისის საღამოს, როცა სახლშიც შემოაღწია წვიმამ, ჩემს შვილს დავურეკე, ორშაბათს გამოცდა ჰქონდა და დავრეკე, რომ ბავშვებს წვიმის არ შეშინებოდათ. ივლიტამ მიპასუხა, რომ დათო სახლშია და მეც დავმშვიდდი. 12-ის ნახევარზე კი უკვე დათომ დარეკა, ჩქარა სახურავზე ვართ და მაშველები გამოიძახეო.

დავრეკეთ. გამოაგზავნეს მაშველები. დაახლოებით, 10-15 წუთში მოვიდნენ. ვეუბნებოდი, ნუ გეშინია, მოვდივართ.

ვეღარ მივუსწარით… ჩემი სიძე დავინახე წყლიდან ამოდიოდა და ყვიროდა. ძნელია, წარმოუდგენელია, მშობელმა შვილი დაკარგოს. მანამდე ხშირად მიფიქრია, რომ ღმერთო, ჩიტსაც ნუ მოუკლავ შვილს, მაგრამ ცხოვრება მაინც გრძელდება. მე 5 შვილიშვილი მყავს და ყველას თავისი ყურადღება და მოფერება სჭირდება. ახლა მონატრება უფრო მეტია…“ – ამბობს ივლიტა ჯიბუტის მამა „მთავარ არხთან“.

კომენტარები
თეგები

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close