fbpx
ჰოროსკოპი

კვირის ასტროლოგიური პროგნოზი ზოდიაქოს ნიშნებისთვის, 14-20 ივნისი

14-იდან 20 ივნისამდე მზარდი მთვარის პერიოდია. ნუ გაგიკვირდებათ, თუ ამ პერიოდში თანხას მიიღებთ, რომელსაც არ ელოდით. უმჯობესია, ეს თანხა ვალების დასაფარად ან მნიშვნელოვანი შესყიდებისთვის გამოიყენოთ და წვრილმანებში არ დახარჯოთ. ამ დღეებში დაგეგმეთ და შეხვდით მეგობრებს, გადით ბუნებაში – ერთი სიტყვით, რაც შეიძლება მეტი დაისვენეთ.

 

ვერძი

ეს პერიოდი რთული და ამაღელვებელი იქნება თქვენთვის. მოსალოდნელია დიდი რაოდენობით მნიშვნელოვანი საქმეები. განსაკუთრებული ყურადღება მიაქციეთ დოკუმენტებს: ყურადღებით შეისწავლეთ ყველაფერი, რასაც ხელს აწერთ. ფინანსური თვალსაზრისით, არსებობს გარკვეული დანაკარგების შანსი, ამიტომ მართეთ თქვენი თანხები გონივრულად, იმპულსური მოქმედებების გარეშე. ნანატრი შვებულება ბუნებაში გაატარეთ – სუფთა ჰაერი ენერგიით აგავსებთ.

სასიკეთო დღეები: 15, 18.

არასასიკეთო დღე: 20.

 

კურო

პირად ცხოვრებაში მნიშვნელოვან ცვლილებებს უნდა ელოდოთ. მათ, ვისაც ჯერ არ ჰყავს მეორე ნახევარი, ყველა შესაძლებლობა აქვთ, მომავალი საბედო სწორედ ამ პერიოდში გაიცნონ. ფინანსურად ეს არ არის საუკეთესო კვირა თქვენთვის. შეეცადეთ თავიდან აიცილოთ ზედმეტი ხარჯები და ნუ წახვალთ ჩრდილოვან გარიგებებზე. ყურადღება მიაქციეთ, თუ როგორ გრძნობთ თავს. ამ პერიოდში დაავადების შემთხვევაში, შეეცადეთ წამლების გარეშე გადალახოთ იგი. თუ შესაძლებელია, ცოტა დაისვენეთ.

სასიკეთო დღეები: 16, 19.

არასასიკეთო დღე: 15.

 

ტყუპი

სამუშაო თქვენთვის წინა პლანზე წამოიწევს. დაგავალებენ რთული ამოცანის შესრულებას და სწორედ ამაზე იქნება დამოკიდებული თქვენი შემდგომი პროფესიული მომავალი, ამიტომ შეეცადეთ მაქსიმალურად კარგად შეასრულოთ დავალება და წარმატება გარანტირებულია! ეს პერიოდი ხელსაყრელია მათთვის, ვინც წონის დაკლებას დააპირებს. ნებისმიერი დიეტა სწრაფ და გრძელვადიან შედეგს მოიტანს. პირად ცხოვრებაში ჰარმონია და სიმშვიდე სუფევს!

სასიკეთო დღეები: 15, 17.

არასასიკეთო დღე: 18.

 

კირჩხიბი

პლანეტების პოზიცია თქვენთვის მნიშვნელოვან კვირაზე მიუთითებს, განსაკუთრებით პროფესიონალურ ფრონტზე – მოსალოდნელია კარიერული წინსვლა, თუმცა ბევრი მოვლენა მოხდება, რომლებმაც შეიძლება განწყობა შეგიცვალონ. შეეცადეთ იყოთ ოპტიმისტი, წინააღმდეგ შემთხვევაში პრობლემები არ დასრულდება. საყვარელ ადამიანთან ურთიერთობაში შეიძლება უთანხმოება მოგიხდეთ. კარგი იქნება, თუ თქვენს ინტერესებს გვერდზე გადადებთ და კომპრომისზე წახვიდეთ.

სასიკეთო დღეები: 14, 17.

არასასიკეთო დღე: 19.

 

ლომი

ცხოვრების აქტიური პერიოდი გელოდებათ. მოგიწევთ საკითხების მოგვარება როგორც პირად ცხოვრებაში, ისე სამსახურში, მაგრამ თქვენ შეგიძლიათ ყველაფერს გაუმკლავდეთ! გამორიცხული არ არის მოულოდნელი შემოსავალი. თუ მანქანას მართავთ, ამ პერიოდის განმავლობაში განსაკუთრებული სიფრთხილე გმართებთ მართვის დროს, რადგან იზრდება ავარიის ალბათობა. ახალ შეხვედრებსა და ნაცნობობას არანაირი პერსპექტივა არ აქვს. შეეცადეთ შაბათ-კვირას კარგად დაისვენოთ.

სასიკეთო დღეები: 17, 19.

არასასიკეთო დღე: 16.

 

ქალწული

პროფესიულ ფრონტზე ყველაფერი წესრიგშია, მაგრამ დაღლილობის შეგრძნება ამ პერიოდში არაერთხელ გექნებათ. განსაკუთრებით რთული იქნება კვირის დასაწყისი. საკუთარი თავი თავად წაახალისეთ ან მოიძიეთ მეგობრების მორალური მხარდაჭერა. ამავე დროს, თავად მეტი ყურადღება მიაქციეთ უფროსი თაობის ნათესავებს. მათ ახლა უფრო მეტად სჭირდებათ, რომ მათ გვერდით იყოთ, ვიდრე არასდროს.

სასიკეთო დღეები: 15, 18.

არასასიკეთო დღე: 19.

 

სასწორი

ამ პერიოდში უამრავ წინადადებას მიიღებთ, მაგრამ სანამ რაიმეს გადაწყვეტთ, შეაფასეთ მისი დადებითი და უარყოფითი მხარეები, რადგან პლანეტების არახელსაყრელ  განლაგებას შეუძლია გარკვეული პრობლემები შემოიტანოს თქვენს წარმატებულ ცხოვრებაში. დაამყარეთ სანდო ურთიერთობა ბავშვებთან, რათა არ გამოტოვოთ მნიშვნელოვანი მოვლენები, რაც მათ ცხოვრებაში მოხდება. ფინანსურ საკითხებთან დაკავშირებით უფრო ფრთხილად იყავით!

სასიკეთო დღეები: 17, 20.

არასასიკეთო დღე: 14.

 

მორიელი

შეჩვეული ხართ ყურადღების ცენტრში ყოფნას, ასე რომ, რთული არ იქნება კვლავ წინა პლანზე დგომა – პლანეტები კარიერულ წინსვლას გპირდებიან! ნუ გაგიკვირდებათ, თუ შეამჩნევთ, რომ კოლეგებს თქვენი შურთ. მოერიდეთ მათთან და, ასევე, ნათესავებთან კონფლიქტს, მათთან შერიგებას ხანგრძლივი დრო დასჭირდება. ყურადღება მიაქციეთ კვებას – ამ დღეებში მსუბუქი საკვები მიიღეთ. შაბათ-კვირას შესანიშნავი დასვენება გელით.

სასიკეთო დღეები: 18, 20.

არასასიკეთო დღე: 15.

 

მშვილდოსანი

ამ კვირაში ყველა საქმეში პროგრესს უნდა ელოდოთ. თქვენი შრომა და ინტელექტი დაფასდება და თქვენი კარიერა ახალ სიმაღლეებს მიაღწევს. თუნდაც ყველაზე უხმაურო და რთულ ადამიანებთანაც კი უახლოეს მომავალში შეგიძლიათ საერთო ენა იპოვოთ. ასე რომ, სწორედ ახლა უნდა გადაწყვიტოთ დავები და განიხილოთ სირთულეები. დროის ამ მონაკვეთში გულუხვი იყავით. კარგი იქნება საქველმოქმედო საქმის გაკეთება.

სასიკეთო დღეები: 17, 19.

არასასიკეთო დღე: 16.

 

თხის რქა

ასტროლოგების პროგნოზით, ამ კვირაში კარგი შემოსავალი, ახალი სახლის ან სხვა რაიმე ნანატრი ქონების შეძენა გელოდებათ. პარტნიორებთან ურთიერთობა ახალ დონეზე გადადის – ისინი უფრო სანდოები გახდებიან. შეეცადეთ ისეთ საკითხზე ჰკითხოთ, რისი გაკეთებაც ადრე ვერ გაბედეთ. შაბათ-კვირას სახლში ნუ გაჩერდებით, ცუდი ამინდიც რომ იყოს, მაინც. ახალი ნაცნობობა გელოდებათ, ისინი მნიშვნელოვან როლს შეასრულებენ თქვენს ცხოვრებაში.

სასიკეთო დღეები: 18, 20.

არასასიკეთო დღე: 17.

 

მერწყული

ცდუნება გექნებათ, რომ წამოჭრილი პრობლემების მოგვარება მომავლისთვის გადადოთ. არ დაუშვათ ეს შეცდომა: შემდეგ შეიძლება უკვე გვიან იყოს! სამსახურში შეიძლება წონასწორობიდან გამოგიყვანონ. პროვოკაციებს ნუ წამოეგებით. შეეცადეთ თავი შეიკავოთ ღია კონფლიქტებისა და დავებისგან. ფინანსური თვალსაზრისით, თუ ფულის ზედმეტ ხარჯვას მოერიდებით, სიტუაცია სტაბილური იქნება. შაბათ-კვირა სიმშვიდეში, სუფთა ჰაერზე გაატარეთ.

სასიკეთო დღეები: 15, 19.

არასასიკეთო დღე: 20.

 

თევზები

თევზებს ამ კვირაში ფინანსურ საკითხებში არ გაუმართლებთ, მაგრამ იმის ნაცვლად, რომ არაფერი გააკეთოთ, დაიწყეთ დამატებითი შემოსავლის ძებნა – ვარსკვლავები წარმატებებს გპირდებათ! თავისუფალი დრო შემოქმედებით მუშაობას დაუთმეთ. ეს დაგეხმარებათ მოდუნდეთ და ამოისუნთქოთ. ალკოჰოლთან მიმართებით ფრთხილად იყავით. ზედმეტს ნუ მიიღებთ!

სასიკეთო დღეები: 19, 20.

არასასიკეთო დღე: 17.

თამთა გურული

კომენტარები
თეგები

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close