მოგზაურობა

Le FIGARO-მ საქართველოს 10 გვერდი დაუთმო (ვიდეო)

მართლაც რა მოხდება, თუ ამ პატრიარქალური და ტრადიციებით გაჟღენთილი ქვეყნის განახლება ქალების ხელით მოხდება?

ჩვენი ქვეყნის შესახებ ინფორმაცია სხვადასხვა საერთაშორისო ჟურნალში იბეჭდება. ამჯერად საქართველო ცნობილი ფრანგული გამოცემის – Le Figaro-ს ფურცლებზე მოხვდა.

Le Figaro ჩვენს ქვეყანას ვრცელ სტატიას უძღვნის. ფრანგული ჟურნალი, რომელიც ყოველკვირეულად 370-ათასიანი ტირაჟით იბეჭდება და ვებგვერდზე 150-მილიონამდე ვიზიტორი ჰყავს, საქართველოს 10 გვერდს უთმობს.

„ღვინო და ქართული სამზარეულო სულ უფრო მეტ ფრანგს იზიდავს“, – აღნიშნავს საქართველოს პრეზიდენტი, ქალბატონი სალომე ზურაბიშვილი. – „მე ყოველთვის მინდოდა მონაწილეობა მიმეღო ქვეყნის განვითარებაში ჩემი პროფესიული გამოცდილების გამოყენებით, თუმცა, ამდენზე არც მიოცნებია“, – გაგვანდო პროევროპელმა პრეზიდენტმა.

მართლაც რა მოხდება თუ ამ პატრიარქალური და ტრადიციებით გაჟღენთილი ქვეყნის განახლება ქალების ხელით მოხდება?

ამ ქვეყანაში ყველა ქალბატონში თამარ მეფის სისხლი ჩქეფს, რომელმაც მე-12 საუკუნეში სამეფო „ოქროს ხანად“ წოდებულ ეპოქამდე მიიყვანა.

ეს ფიქრები  თან გვდევს, როცა ქალაქის ირგვლივ არსებულ, კლდის ყვავილებით მოფენილ სიმაღლეებზე ავდივართ. „ქართლის დედის“ ქანდაკებასთან ჩურჩულით წარმოვთქვამთ -„თბილისი“. ეს სახელი ნიშნავს „თბილს“ თბილი წყლების მსგავსად. ასე, რომ აქ და ახლა, გული სითბოთი ივსება“, – წერს Le Figaro-ს ჟურნალისტი.

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close