ისტორიაკულტურა

დიდებული პომპეის ისტორია ვანის მუზეუმში „გაცოცხლდება“

საქართველოს ეროვნული მუზეუმისა და საქართველოში იტალიის საელჩოს ორგანიზებით, მიმდინარე წლის ივლისსა და აგვისტოში ვეზუვის ფერფლით დაფარული პომპეის ისტორია ვანის არქეოლოგიურ მუზეუმში „გაცოცხლდება“.  

ექსპოზიცია – „სიცოცხლე და სიკვდილი – დიდებული პომპეი“ ათწლიანი სამუშაოების შედეგად განახლებულ ვანის მუზეუმში პირველი დროებითი გამოფენა იქნება. დამთვალიერებლებს შესაძლებლობა ექნებათ, იხილონ მრავალფეროვანი არქეოლოგიური მასალა პომპეის არქეოლოგიური პარკიდან, მათ შორის, ისეთი ექსპონატები, რომლებსაც პომპეი აქამდე არასდროს დაუტოვებიათ. აღსანიშნავია ისიც, რომ საქართველოში პირველად ეწყობა

როგორც ცნობილია, ძველი რომის დიდებული ქალაქი პომპეი, ჰერკულანუმთან ერთად, ახ. წ. 79 წლის 24 აგვისტოს ვულკან ვეზუვის ამოფრქვევის შედეგად დაიღუპა. აღსანიშნავია, რომ ამ გამოფენით ანტიკური რომის ისტორიის ეპიზოდი საქართველოში პირველად „გაცოცხლდება“.

ვულკანური ფერფლით დაფარული პომპეი 1748 წელს აღმოაჩინეს. თანამედროვე ნეაპოლთან ახლოს, ნეაპოლის ყურეში მდებარე ამ ანტიკური ქალაქის ნანგრევები, რომლებიც ყველაზე უკეთაა შემონახული, ანტიკური სამყაროს კვლევის უმნიშვნელოვანეს წყაროს წარმოადგენს. პომპეის სისტემატური შესწავლა მხოლოდ 1860 წლიდან დაიწყო იტალიელი პოლიტიკური მოღვაწის, არქეოლოგისა და ნუმიზმატის, ჯუზეპე ფიორელის ხელმძღვანელობით და ეს კვლევა დღემდე გრძელდება.

1997 წელს ქალაქის ნაშთები, ჰერკულანუმსა და ტორე-ანუნციატასთან ერთად, იუნესკომ მსოფლიო მემკვიდრეობის სიაში შეიტანა.

ნუცა ყაველაშვილი

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close