fbpx
ფსიქოლოგია

რომელია კვირის ყველაზე ცუდი დღე და როგორ გავუმკლავდეთ მას?

კაცობრიობა შეპყრობილია დროის გაზომვით. შვიდდღიანი კვირის პირველი მტკიცებულება მესოპოტამიაში ჯერ კიდევ 4000 წლის წინათ გამოჩნდა. ბაბილონური ასტროლოგიური კალენდარი მოგვიანებით საბერძნეთში და შუა აღმოსავლეთში გავრცელდა, მანამდე, ძვ. წ. დაახლოებით მე-6 საუკუნისთვის ბიბლიამ დასვენების დღე შემოიღო – შაბათი, ხოლო XIX-XX საუკუნეების მუშათა მოძრაობის წყალობით დასვენების ერთ დღეს, მეორე დაემატა.

ყველა ადამიანს თავისი ყველაზე ნაკლებად საყვარელი დღე აქვს, რაც დამოკიდებულია ფსიქიკურ ჯანმრთელობაზე, გამძლეობისა და პროდუქტიულობაზე. ორშაბათს ცუდი რეპუტაცია აქვს, რადგან ყველაფერი თავიდან იწყება, მაგრამ ზოგიერთი ადამიანი ამას სუფთა ფურცლად თვლის. სხვებს კვირა დღე სძულთ, რადგან ეს გართობის დასრულებაა, ზოგი კი ფიქრობს, რომ ოთხშაბათი უარესია, რადგან ენერგია ყველაზე დაბალ ნიშნულზე ჩამოდის.

ორშაბათი

პროდუქტიულობის ქოუჩი ანალისა სტელა აღნიშნავს, რომ მიზეზი, რის გამოც ორშაბათი გვეჯავრება, შემდეგია:

„ადამიანები ორშაბათს ახალი პროექტების მღელვარებით სავსე დღე მიიჩნევენ. ამავდროულად, ისინი შიშობენ, რომ მომავალ კვირას, უბრალოდ, ვერ გაუმკლავდებიან. ორშაბათის სიძულვილი გამოიხატება სტრესით, კონცენტრაციის პრობლემებით, კუნთების დაძაბულობით, აგზნებითა ან აპათიით, რაც განპირობებულია შაბათ-კვირის ტემპის შეცვლით“.

თუ ეს სიმპტომები ორშაბათობით ხშირად გაწუხებთ, ექსპერტები ფსიქოლოგთან კონსულტაციას გირჩევენ. „თანმიმდევრულად და მოთმინებით უნდა იმუშაოთ დაგეგმვის უნარებზე. მაგალითად, როგორც კი მიმდინარე დავალებებს დაასრულებთ, შეადგინეთ საქმეების სრული ჩამონათვალი შემდეგი კვირისთვის. ნუ კონცენტრირდებით პროდუქტიულობაზე, თქვენი ამოცანების უფრო მშვიდად შესასრულებლად აუცილებელია დაგეგმვის უნარ-ჩვევების გაუმჯობესება“.

კვირა

ზოგიერთი ადამიანი განზოგადებულ დისკომფორტს გრძნობს კვირის შუადღეს იმ შემთხვევაში გრძნობს, თუ იცის, რომ მომავალი კვირა რთული იქნება. მრავალი ადამიანისთვის, ქრისტიანული დასვენების დღეები ნამდვილად არ არის მშვიდი, მაგრამ უფრო რთულია შაბათ-კვირის აქტივობებიდან, ახალ სამუშაო კვირაზე გადასვლა.

„კვირა დღე უფრო მეტად ჰგავს სამუშაო დღეებს. სტუდენტები ხშირად დაკავებულნი არიან სასწავლო კურსებით, ხოლო მოზარდები დღეს საშინაო დავალებების შესრულებაში ატარებენ. ზოგი ადამიანი სინამდვილეში არასდროს ასრულებს მუშაობას, ზოგს კი უარყოფითი გრძნობები აწუხებს იმის გამო, რომ ძვირფასი დრო „გაფლანგა“. თუ კვირას ნაშუადღევს დაკავებული არ ვართ, ჩვენი გონება ისეთ საკითხებზე ფიქრობს, რომლებზეც  შუა კვირაში არ ვისაუბრებთ. ასეთ წუთებში კი ადამიანი ყველაზე ცუდად გრძნობს თავს“, – აღნიშნავს ფსიქოლოგი მარილენა იასევოლა.

ოთხშაბათი

2015 წელს დიდ ბრიტანეთში ლინკოლნის უნივერსიტეტის მიერ ჩატარებულმა კვლევამ აჩვენა, რომ ადამიანები სამშაბათს, ოთხშაბათსა და ხუთშაბათს ერთ კონტექსტში განვიხილავთ.

„ორშაბათი როგორი რთულიც არ უნდა იყოს, შაბათ-კვირის გავლენა მაინც მოქმედებს. ხოლო ოთხშაბათობით დასვენება და დამუხტვა გვჭირდება. ადამიანების უმრავლესობა დილით იღვიძებს და ფიქრობს: „რა, ისევ აქ ვართ? კიდევ ამდენი დღეა შაბათ-კვირამდე?“ ამ შუალედურმა დღემ შეიძლება მოტივაცია დაგიკარგოთ,  მაგრამ მნიშვნელოვანია გააცნობიეროთ, რომ თქვენი გონებრივი და ფიზიკური ენერგია უსასრულო არ არის და შესაძლოა თქვენი გეგმების გადახედვა და თავიდან შეფასება დაგჭირდეთ“, – ამბობს ფსიქოლოგი და ექსპერტი კლაუდია კურუნელა.

იგი მიიჩნევს, რომ უმნიშვნელოვანესია ემოციურ ინტელექტზე მუშაობა: „ემოციების დარეგულირების უნარი ხელს უწყობს პიროვნულ ზრდას, ხოლო მისი დახვეწა მედიტაციის საშუალებითაა შესაძლებელ, თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ იმედგაცრუებას აღარასოდეს იგრძნობთ, მაგრამ ისწავლით, როგორ მართოთ ის“.

წარუმატებლობის მომენტების განცდა ყოველთვის ძალიან პირადულია, თუმცა ეს არის, აგრეთვე, ჩვენი ემოციური ყოველკვირეული ციკლი. თუ არსებობს კვირის დღე, რომელიც, უბრალოდ, არ მოგწონთ, ნუ „შეეებრძოლებით“. გახსოვდეთ, რომ ხვალ სხვა დღეა.

trend.ge

კომენტარები
თეგები

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close