მედიცინა

ბრაზილია აცხადებს, რომ კოვიდ-19-ის რუსული ვაქცინა ცოცხალ ვირუსებს შეიცავს

ბრაზილიის ჯანდაცვის უწყების, Anvisa-ს თანახმად, რუსეთიდან ამ ქვეყანაში იმპორტირებული ვაქცინა Sputnik V გაცივების ვირუსის ცოცხალ ვერსიას შეიცავს. ამის თაობაზე განცხადება გაკეთდა გადაწყვეტილების წარდგენისას, თუ რატომ კრძალავს ბრაზილია ამ ვაქცინის იმპორტს.

ამ სამხრეთამერიკული ქვეყნის მთავარმა ვირუსოლოგმა ანგელა რასმუსენმა AFP-ს („ფრანს პრესი“) უთხრა, რომ მათი დასკვნა კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს წარმოების პროცესის ერთიანობას და ვაქცინა შეიძლება ხიფათს შეიცავდეს სუსტი იმუნიტეტის მქონე ადამიანებისთვის, თუ დადგინდა, რომ პრობლემას ფართო ხასიათი აქვს.

რუსეთის გამალეის ინსტიტუტმა, რომელმაც ვაქცინა შეიმუშავა, ინფორმაცია უარყო.

რუსეთის ვაქცინა იყენებს იმ ადენოვირუსის ვექტორს, რომელსაც შეუძლია გამოიწვიოს სასუნთქი გზების დაავადების მსუბუქი ფორმა, მაგრამ ვაქცინაში ის იმგვარადაა გენეტიკურად შეცვლილი, რომ მას გამრავლება არ შეუძლია და იმგვარად არის დამუშავებული, რომ ადამიანის უჯრედს მიუთითოს, როგორ განავითაროს კორონავირუსის სპაიკის პროტეინი. ამგვარად, ვაქცინის მოქმედების პრინციპის თანახმად, ის ადამიანის სისტემას ავარჯიშებს, მზად იყოს ნამდვილი კორონავირუსის დასახვედრად.

ბრაზილიის სამეთვალყურეო უწყების მკვლევრების თანახმად, მათ მიერ ჩატარებული ექსპერიმენტით დადგინდა, რომ ადენოვირუსს ამ ვაქცინაში გამრავლების პოტენციალი აქვს, რაც იმას ნიშნავს, რომ ორგანიზმში მოხვედრის შემდეგ შეეძლება გამრავლება დაიწყოს. ისინი დასძენენ, რომ სავარაუდო მიზეზი შეიძლება იყოს წარმოების დროს შექმნილი პრობლემა, ე.წ. „რეკომბინირება“, როცა შეცვლილი ადენოვირუსი იმ გენებს იბრუნებს, რომლებიც გამრავლებისთვისაა საჭირო, როცა ლაბორატორიაში ადამიანის მანიპულირებული უჯრედები გამოყავდათ.

გამალეის ინსტიტუტის დირექტორის მოადგილე დენის ლოგინოვმა განაცხადა, რომ მოსაზრებებს, რომლებიც მან პრესაში წაიკითხა, არაფერი აქვთ საერთო რეალობასთან.

ბრაზილიაში, სადაც 211 მილიონი ადამიანი ცხოვრობს, კორონავირუსით სულ დაავადდა 14,5 მილიონი მოქალაქე. დაღუპულთა რიცხვი 400 ათასს აღწევსა. ამ ქვეყანაში კორონავირუსის ერთ-ერთი ყველაზე სწრაფად გავრცელებადი ვერსია გამოვლინდა.

წყარო: რადიო თავისუფლება

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close