fbpx
კრიმინალი

გერმანიის პოლიციამ ბავშვთა პორნოგრაფიის მასშტაბური საერთაშორისო საიტი აღმოაჩინა

გერმანიის პოლიციამ ე. წ. „დარკნეტში“ განთავსებულ, მსოფლიოს ერთ-ერთ უდიდეს ბავშვთა პორნოგრაფიის ვებსაიტს მიაგნო, რომელსაც 400 000-ზე მეტი რეგისტრირებული მომხმარებელი ჰყავდა.

პროკურორებმა 3 მაისს გამოაცხადეს, რომ ამ პლატფორმასთან კავშირის გამო აპრილის შუა რიცხვებში 40-დან 64 წლამდე ასაკის ოთხი პირი დააპატიმრეს. გერმანია ასევე ითხოვს ერთი ეჭვმიტანილის ექსტრადიციას, რომელიც პარაგვაიში დააპატიმრეს. ეჭვმიტანილთა სახელებს არ აკონკრეტებენ, პირადი ცხოვრების დაცვის გერმანული კანონების შესაბამისად. საქმესთან დაკავშირებით გერმანიაში შვიდ შენობაში მოეწყო რეიდი.

განცხადების თანახმად, გერმანიის პოლიცია რამდენიმე თვის განმავლობაში იძიებდა პლატფორმას, მის ადმინისტრატორებს და მომხმარებლებს. გამოძიებაში მონაწილეობდნენ ევროკავშირის საპოლიციო სააგენტო, ევროპოლი და ნიდერლანდების, შვედეთის, ავსტრალიის, აშშ-ის და კანადის სამართალდამცავი ორგანოები.

პოლიციის ცნობით, ეს იყო „დარკნეტში მსოფლიოში ერთ-ერთი უდიდესი ბავშვთა პორნოგრაფიის პლატფორმა“, რომელიც, სულ მცირე, 2019 წლიდან მოქმედებდა. პედოფილები მას მთელი მსოფლიოდან იყენებდნენ ბავშვების პორნოგრაფიის ამსახველი მასალების საყურებლად და გასაცვლელად. პოლიციის ინფორმაციით, ფოტო და ვიდეომასალაში აღმოჩენილია მცირეწლოვან ბავშვებზე მძიმე სექსუალური ძალადობის ამსახველი სურათები.

წყარო: radiotavisupleba.ge

კომენტარები
თეგები

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close