კომპანია „ფაიზერი“ მუშაობს აბზე, რომელმაც კორონავირუსისგან უნდა დაგვიცვას
ნორვეგიის სამეფოს ჯანდაცვის სამინისტროს უფროსი მრჩეველი ზაზა წერეთელი სოციალურ ქსელში პოზიტიურ ინფორმაციას აქვეყნებს. კერძოდ, მისი თქმით, ამერიკული ფარმაცევტული გიგანტი, კომპანია Pfizer-ი მუშაობს აბზე, რომელმაც შესაძლებელია ადამიანები კორონავირუსით დაინფიცირებისგან დაიცვას. ამჟამად კლინიკური კვლევის პირველი ფაზა მიმდინარეობს, რომელშიც 60-მდე მოხალისე მონაწილეობს და ის 25 მაისს დასრულდება.
„აბი, რომელმაც შეიძლება Covid-19-ით დაინფიცირებისგან დაგიცვათ, წლის ბოლოს შეიძლება ხელმისაწვდომი იყოს, თუ აშშ-სა და ბელგიაში ჩატარებული კვლევები წარმატებით ჩატარდება. ასე განაცხადა ახლახან წამლის მწარმოებელი Pfizer-ის წარმომადგენელმა.
Mail Online იუწყება, რომ ვაქცინების გარდა, ამჟამად არ არსებობს სხვა წამლები, რომლებსაც Covid-19-ით დაინფიცირებისგან ადამიანების დაცვა შეუძლიათ, მაგრამ თუკი ასეთი მედიკამენტი აღმოაჩინეს, ამან ლოქდაუნების საჭიროება შეიძლება სამუდამოდ დაასრულოს.
კომპანია Pfizer, რომელმაც გააკეთა ერთ-ერთი ყველაზე ხშირად გამოყენებული ვაქცინა ევროპასა და ჩრდილოეთ ამერიკაში, კლინიკურ ცდებს ხალხზე უკვე ატარებს.
ანტივირუსული პრეპარატი, სახელად PF-07321332, შეიძლება იმ ადამიანებმა მიიღონ, ვისაც კოვიდის პირველ სიმპტომები გამოუმჟღავნდებათ. მიუხედავად იმისა, რომ Covid-ის საწინააღმდეგო ვაქცინაციას უმეტესობა გაიკეთებს, ვაქცინა 100%-ით ეფექტური ყველასათვის მაინც არ არის და ზოგიერთის იმუნური სტატუსი შეიძლება ძალიან არ გაძლიერდეს, ალბათ ისევ იქნება აუცრელი ადამიანებიც, შესაბამისად, ეს ნიშნავს, რომ კორონავირუსი კვლავ საშიში იქნება დაუცველი ადამიანებისთვის.
აბებმა შეიძლება ხელი შეუწყოს მძიმე დაავადების თავიდან აცილებას იმ ადამიანებში, ვისთვისაც ვაქცინა არ მუშაობს, ან იყოს დაცვის მეორე ხაზი იმუნური რეზისტენტული ახალი ვარიანტის გაჩენის შემთხვევაში. ამის შემდეგ, თუ აბი უსაფრთხო აღმოჩნდა, უფრო მეტი გამოკვლევა ჩატარდება, რომელშიც უკვე ათასამდე ადამიანი ჩაერთვება, იმის დასამტკიცებლად, რომ ის ნამდვილად აჩერებს კოვიდს, როგორც ამას ლაბორატორიული ტესტები აჩვენებს“, – წერს ზაზა წერეთელი.
კომენტარები