კრიმინალი

რა გაარკვია გამოძიებამ ცნობილი ბერძენი ჟურნალისტის მკვლელობის საქმეზე

ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, რომელიც სამედიცინო სკოლის პროფესორმა სტავრულა პაპადოდიმასმა მოამზადა, ჟურნალისტ გიორგოს კარავაიზს 9 სასიკვდილო ჭრილობა მიაყენეს. გადარჩენის შანსი მას, პრაქტიკულად, არ ჰქონდა. გამოძიება მთელი სისრულით მიმდინარეობს, ამოქმედებულია ყველა შესაძლო რესურსი.

გამოძიების ინფორმაციით, ჟურნალისტი, რომელმაც მკვლელები შეამჩნია (ისინი მას პატარა მოტოციკლით მიუახლოვდნენ, როდესაც ჟურნალისტი მანქანიდან გადმოვიდა), შეეცადა თავისი ავტომობილის საბარგულს ამოჰფარებოდა. მან ინსტინქტურად ასწია ხელი თავდაცვის მიზნით და პირველი ტყვია ხელში მოხვდა. ყველა დანარჩენი გასროლა სასიკვდილო აღმოჩნდა. მას თავდამსხმელებმა 2 ტყვია თავში მაშინ ესროლეს, როდესაც უკვე მიწაზე იწვა. ექსპერტიზის შედეგების თანახმად, რაღაც მომენტში კარავაიზი დაიხარა, როგორც ჩანს, ტყვიების აცილების მიზნით.

„გიორგოს კარავაიზის მკვლელობით დარტყმა მიაყენეს მთელ ჩვენს სამართალდამცავ სისტემას და ცივილიზებული სახელმწიფო ამას ვერ შეეგუება“, – ამ სიტყვებით გამოხატა საერთო აზრი პოლიციის უფროსმა ოფიცერმა უსაფრთხოების სამსახურებისა და პოლიციის ხელმძღვანელთა სხდომაზე, რომლებიც გამოძიებაში არიან ჩართულები.

მასშტაბურმა გამოძიებამ ფართო წრე მოიცვა: გამომძიებლები ესაუბრებიან ადამიანებს ჟურნალისტის გარემოცვიდან, მის ადვოკატს, სწავლობენ ვიდეოჩანაწერებს…

ვიდეოჩანაწერებიდან პოლიციამ მიიღო ინფორმაცია დამნაშავეთა გადაადგილების შესახებ – თავიდან ისინი შემთხვევის ადგილიდან მუქი ფერის Beverly-თი გაიქცნენ, შემდეგ მოტოციკლი დატოვეს და სხვა სატრანსპორტო საშუალებით გააგრძელეს გზა. პოლიცია ეძებს სკუტერს, სწავლობს მოპარული და ბოლო პერიოდში დამწვარი სკუტერების ბაზას.

ამას გარდა, იკვლევენ ჟურნალისტის ავტომობილს, მათ შორის, GPS ტრეკერის აღმოჩენის მიზნით, რომლის საშუალებითაც თავდამსხმელებს მსხვერპლის გადაადგილებისთვის თვალის დევნება შეეძლოთ. სპეციალურ ლაბორატორიებში სწავლობენ ჟურნალისტის მობილურ ტელეფონს და ნოუთბუქს – პუბლიკაციებს, შეტყობინებებს, ელექტრონულ წერილებს.

უკვე დადგენილია, რომ მკვლელობის შემსრულებელთა მიერ გამოყენებული პიტოლეტი 9ММ ადრე არ ყოფილა რეგისტრირებული, როგორც დანაშაულის იარაღი.

ცნობილ ბერძენ ჟურნალისტს გიორგოს კარავაიზს 2 უცნობი გასულ პარასკევს დაესხა თავს მის სახლთან ახლოს, ათენის რაიონის, ალიმოსის ცენტრში, დღისით მზისით. მათ ჟურნალისტს მაყუჩიანი პისტოლეტიდან რამდენჯერმე ესროლეს. ჟურნალისტი ადგილზე გარდაიცვალა.

კარავაიზი კრიმინალურ თემებზე მუშაობდა, აგრეთვე, იგი იძიებდა კორუფციულ სქემებს და სახელმწიფო ჩინოვნიკების შესაძლო კონტაქტებს ორგანიზებულ დანაშაულებრივ ჯგუფებთან. შოუ, რომელშიც იგი ბოლო პერიოდში მუშაობდა („სიმართლე ზინასთან ერთად“! Αλήθειες με τη Ζήνα, Star-ზე), კორუფციის შემთხვევებს აშუქებდა. ცნობილი ჟურნალისტი სწორედ შოუს შემდეგ ბრუნდებოდა სახლში, როდესაც საბედისწერო შემთხვევა მოხდა.

გიორგოს კარავაიზს მეუღლე და ერთი შვილი დარჩა.

ყვავილები კარავაიზის სახლთან, ალიმოსში

ნინო ბაჯელიძე

ამავე თემაზე: ათენში ცნობილი ჟურნალისტი მოკლეს

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close