fbpx
მედიცინაnews

კვლევა: აუზში ქლორიან წყალს შეუძლია კორონავირუსი 30 წამში მოკლას

ბრიტანელი მეცნიერების კვლევის თანხმად, საცურაო აუზში ქლორიან წყალს COVID-19-ის გამომწვევი ვირუსის ინაქტივაცია სულ რაღაც 30 წამში შეუძლია. ამის შესახებ Daily Mail-ი წერს.

ლონდონის იმპერიული კოლეჯის ვირუსოლოგებმა ვირუსზე წყალში ქლორის სხვადასხვა კონცენტრაციის გავლენა შეისწავლეს. სპეციალისტების თქმით, შედეგები აჩვენებს, რომ წყლის მეშვეობით ვირუსის გადაცემის რისკი „დაუჯერებლად დაბალია“.

„ამ ექსპერიმენტებს ლონდონში ჩვენს ლაბორატორიებში, უსაფრთხო პირობებში ვატარებდით“, – აცხადებს კვლევის ავტორი, ვენდი ბარკლაი.

როგორც გამოცემა წერს, კვლევის საბოლოო შედეგები რეცენზირებულ სამეცნიერო ჟურნალში ჯერ არ გამოქვეყნებულა.

imedinews.ge

კომენტარები
თეგები

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close