fbpx
მსოფლიორას არ გაიგებ/ფაქტები

კანადელ კანონმდებელს ონლაინ შეხვედრის დროს კამერა შემთხვევით ჩართული დარჩა და კოლეგების წინაშე გაშიშვლდა

კანადელმა დეპუტატმა უილიამ ამოსმა ბოდიში მოიხადა იმის გამო, რომ ონლაინ შეხვედრის დროს კოლეგების წინაშე შიშველი გამოჩნდა. ამის შესახებ Daily Mail-ი წერს.

გამოცემის ინფორმაციით, 46 წლის ამოსი თემთა პალატის სხდომაში მონაწილეობდა, რა დროსაც კამერა შემთხვევით ჩართული დარჩა. სწორედ ამ დროს დეპუტატმა ტანსაცმლის გამოცვლა გადაწყვიტა და სრულად გაშიშვლდა.

ამოსი, რომელსაც ცოლი და ორი შვილი ჰყავს, მომხდარს „სამწუხარო შეცდომას“ უწოდებს.

„კამერა შემთხვევით დამრჩა ჩართული, როდესაც ტანსაცმელს ვიცვლიდი. გულწრფელად ვუხდი ბოდიშს ჩემს კოლეგებს. ცხადია, ეს უნებლიე შეცდომა იყო და ასეთი რამ აღარასოდეს განმეორდება“, – დაწერა ამოსმა სოციალურ ქსელში.

imedinews.ge

კომენტარები
თეგები

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close