კრიმინალისაბერძნეთი

ათენში ცნობილი ჟურნალისტი მოკლეს

ათენში დღეს, დღისით ცნობილი ბერძენი ჟურნალისტი გიორგოს კარავაიზი მოკლეს. ამის შესახებ ბერძნული მედია იუწყება.

მკვლელობა 14:15 სთ-ზე მოხდა დედაქალაქის მუნიციპალიტეტ ალიმოსში, ანინოსის ქუჩაზე, ჟურნალისტის სახლთან ახლოს. პირველადი ინფორმაციით, კარავაიზი სახლში ბრუნდებოდა Star-ზე ტელეშოუს დასრულების შემდეგ, როდესაც მას მოტოციკლით მიუახლოვდა 2 პირი და მკვლელმა მაყუჩიანი ცეცხლსასროლი იარაღიდან ესროლა. თავდამსხმელებმა შემთხვევის ადგილიდან მიმალვა შეძლეს.

პოლიციის წყაროს ინფორმაციით, ადგილზე 10 ჰილზა იპოვეს, თავად მსხვერპლს კი 6 ტყვია აქვს მოხვედრილი.

პოლიცია ვარაუდობს, რომ თავდამსხმელებმა ჟურნალისტის მარშრუტი იცოდნენ.

გიორგოს კარავაიზი კრიმინალურ თემებზე,  სისხლის სამართლის საქმეების გამოძიებაზე მუშაობდა.

სამართალდამცავი უწყებების ცნობით, რომელიც ათენის საინფორმაციო სააგენტოს მოყავს, ჟურნალისტს არასოდეს განუცხადებია, რომ ემუქრებოდნენ.

მიმდინარეობს გამოძიება დამნაშავეების დადგენის და დაკავების მიზნით.

ეს ბოლო წლებში ათენში ჟურნალისტის მკვლელობის მეორე ფაქტია – 2010 წელს თავდასხმის მსხვერპლი გახდა ჟურნალისტი სოკრატის გიოლიასი. 37 წლის ჟურნალისტს ათენის მუნიციპალიტეტ ილიუპოლიში, საკუთარ სახლთან, ახლო მანძილიდან 16 ტყვია ესროლეს.

ნინო ბაჯელიძე

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close