ფსიქოლოგიარჩევები

როგორ ავიხდინოთ ოცნებები – 3 რჩევა, რომელიც უზარმაზარ ცვლილებებს მოგიტანთ

რა შეიძლება მოხდეს ერთ წუთში? - ბევრი რამ. რა გავლენა შეიძლება მოიტანოს მცირე ცვლილებამ? - უზარმაზარი

ადამიანთა უმეტესობა ბევრს ოცნებობს, მაგრამ მათი რეალობად გადაქცევა ადვილი არ არის, რადგან, სინამდვილეში ჩვენ თავად არ ვართ მზად დიდი ცვლილებებისთვის, მაგრამ რა მოხდება, თუ გეტყვით, რომ დროთა განმავლობაში მცირე და თანმიმდევრულმა ძალისხმევამ მნიშვნელოვანი შედეგები შეიძლება მოიტანოს?

ჩვენ ხშირად უგულებელვყოფთ პატარა ნაბიჯის ძალას, რომელსაც საბოლოოდ შეუძლია ჩვენი ცხოვრება შემდეგ საფეხურზე გადაიყვანოს.

დაიმახსოვრეთ! სწორი მიმართულებით გადადგმული პატარა ნაბიჯი ცხოვრების ყველაზე დიდი და მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებაა

1. ერთი ნაბიჯი დღეში

ნებისმიერი წარმატების საიდუმლო არის პირველი ნაბიჯის გადადგმა და მიზნისკენ სვლის დაწყება. მაშინაც კი, თუ პროგრესი ერთი შეხედვით მცირეა, წლების განმავლობაში ეს დიდ გავლენას მოახდენს თქვენს ცხოვრებაზე. იქნება ეს ჯანმრთელი კვება თუ მეტი ვარჯიში ყოველდღიურად, 1%-ით მეტის გაკეთება წელიწადში 37%-ით ზრდას უზრუნველყოფს.

ყოველთვის გახსოვდეთ, რომ წარმატება პროცესია და სწორედ ამის მისაღწევად უნდა იყოთ მოწოდებული.

2. შეინარჩუნეთ ტემპი

ადამიანთა უმრავლესობისთვის საბოლოო მიზანი იმდენად დიდია, რომ ვერ ახერხებს მისკენ მისასვლელი გზის აღმოჩენას, მაგრამ თუ პატარა ნაბიჯებით დაიწყებთ სიარულს, მაშინ ამ მიზნების განხორციელება მარტივი გამოჩნდება. დაყავით თქვენი დიდი მიზანი მცირე ნაწილებად და დაიწყეთ მცირედი ცვლილებების განხორციელება მათ ეტაპობრივად მისაღწევად. თუ მოახერხებთ ტემპის შენარჩუნებას და პატარ-პატარა ნაბიჯების გადადგმას, მაშინ ძალიან მალე შეძლებთ დაინახოთ თქვენი დიდი ოცნების რეალურობა.

3. იზეიმეთ თქვენი წარმატება

როგორ შეინარჩუნოთ მოტივაცია? თქვენი მცირე წარმატებების აღნიშვნით.

იქნებ წარმატებით ახერხებთ ყოველდღიურად 30 წუთით ადრე გაღვიძებას და სამსახურამდე მცირე ფიზიკურ აქტივობებს უთმობთ დროს? იზეიმეთ მცირე ცვლილებები, რომლებსაც დიდი მიზნის განსახორციელებლად აკეთებთ. დააჯილდოეთ და შეაქეთ საკუთარი თავი, ასე უფრო მეტ მოტივაციას იგრძნობთ და კიდევ უფრო მეტ ცვლილებებს შეიტანთ თქვენს ყოველდღიურ ცხოვრებაში.

თქვენი კომფორტის ზონიდან მცირე ნაბიჯის გადადგმით იწყება ახალი სამყარო. ნუ წაართმევთ საკუთარ თავს ამ სიამოვნებას. ერთ მშვენიერ დღეს საბოლოო შედეგს დაინახავთ და სულ პირველი, ბავშვური ნაბიჯით იამაყებთ.

trend.ge

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close