fbpx
პოლიტიკა

„გირჩი“ მმართველ პარტიას 7 პირობას უყენებს, რომელთაგან ნებისმიერი ერთის შესრულების შემთხვევაში პარლამენტში შევა

პოლიტიკური გაერთიანება „გირჩი“, რომელიც 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებში მიღებული ხმების შედეგად მე-10 მოწვევის პარლამენტში 3 მანდატს ფლობს, მმართველ პარტიას 7 პირობას უყენებს, რომლიდანაც რომელიმე ერთის სრულყოფილად შესრულების შემთხვევაში მზადაა, დაიწყოს საკანონმდებლო საქმიანობა. ამის შესახებ „გირჩი“ საკუთარ პარტიულ გაზეთში წერს.

„თუ მეათე მოწვევის პარლამენტი შეძლებს ჩამოთვლილთაგან რომელიმე ცვლილების სრულფასოვნად განხორციელებას, „გირჩი“ ამ პარლამენტში შევა და მონაწილეობას მიიღებს ამ რეფორმების განხორციელებაში”, – ვკითხულობთ პარტიის გაზეთში „ტავისუფლება“.

ეს პირობები კი შემდეგია:

  • ყველა შემდგომი საპარლამენტო არჩევნები ჩატარდება სრულად პროპორციული სისტემით და ბუნებრივი ბარიერით;
  • კერძო საშუალო განათლება (კერძო სკოლები) სრულად გათავისუფლდება სახელმწიფო რეგულირებებისგან;
  • რაიონული პოლიციის შერიფები აირჩევიან პირდაპირი წესით მოსახლეობის მიერ;
  • პირველი ინსტანციის მოსამართლეები აირჩევიან პირდაპირი წესით ხალხის მიერ და ბრალდებულს ექნება უფლება თავად აირჩიოს, რომელი მოსამართლე გაასამართლებს მას, არჩეული თუ დანიშნული;
  • ქვეყანაში დაშვებული იქნება მულტისავალუტო რეჟიმი;
  • რესტიტუცია – ოპოზიციასთან შეთანხმებული პუნქტების შესაბამისად;
  • მოხდება მარიხუანის სრული ლეგალიზაცია.

2020 წლის საპარლამენტო არჩევნებში მიღებული ხმებით ოპოზიციამ პარლამენტში 150-იდან 60 მანდატი მოიპოვა, აქედან მხოლოდ 6 დეპუტატი ესწრება სხდომებს (2 – „მოქალაქებიდან“, 4 დეპუტატი კი – „პატრიოტთა ალიანსის“ სიიდან), დანარჩენი 54 კი ბოიკოტის რეჟიმშია.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close