fbpx
ვიდეოიტალია

ეტნა ისევ ამოიფრქვა, კვამლის და ფერფლის სვეტის სიმაღლემ 9 კმ-ს მიაღწია (ვიდეო)

იტალიის მოქმედი ვულკანი ეტნა პირველ აპრილს ისევ ამოიფრქვა. კვამლის და ფერფლის სვეტის სიმაღლემ 9 კმ-ს მიაღწია.

კატანიის საერთაშორისო აეროპორტი დაიკეტა, თვითმფრინავები კი სხვა აეროპორტებში გადაამისამართეს.

ვულკანური ფერფლის და კვამლის ღრუბელმა რამდენიმე მეზობელი ქალაქიც დაფარა, მათ შორის, ქალაქი ნიკოლოზი. მაცხოვრებლები ჰყვებიან, რომ მათი სახლების კარ-ფანჯრები ზანზარებდა.

7 ახალგაზრდა კაცი ვულკანზე ავიდა, რათა ამოფრქვევა დაენახა და გზა აებნა. საბედნიეროდ, ისინი უვნებლად ჩამოიყვანეს დაბლა.

შუადღისთვის ლავის შადრევანი შეწყდა, თუმცა ვულკანური აქტივობა შენარჩუნებულია და კვამლის და ფერფლის ღრუბელი სამხრეთის მიმართულებით იფანტება.

ეტნა სიცილიის აღმოსავლეთ სანაპიროზე მდებარეობს ქალაქებთან – მესინასა და კატანიასთან ახლოს. ის ევროპაში ყველაზე მაღალი მოქმედი ვულკანია და ყველაზე აქტიური – იტალიაში. სხვადასხვა მონაცემით, ეტნაზე 200-იდან 400-მდე ვულკანური კრატერია და, საშუალოდ, 3 თვეში ერთხელ რომელიმე კრატერიდან ლავა იფრქვევა.

ნინო ხოშტარია

კომენტარები
თეგები

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close