კრიმინალი

მამაკაცს, რომელმაც თავის შეყვარებულს ცეცხლი წაუკიდა, 17 წლით პატიმრობა მიესაჯა

„შორიდან უყურებდა, თუ როგორ ეკიდებოდა ცეცხლი მის საყვარელ ადამიანს და როგორ ითხოვდა ის შველას“

თბილისის საქალაქო სასამართლომ განსაკუთრებული სისასტიკით ჩადენილი განზრახ მკვლელობის მცდელობისთვის ბრალდებულ მამაკაცს 17 წლის პატიმრობა შეუფარდა.

საუბარია 2020 წლის 29 ივნისს, ღამით მომხდარ ინციდენტზე, როდესაც 24 წლის შალვა გოგოლაძემ თავის შეყვარებულს, 23 წლის გოგონას ბენზინი გადაასხა და ცეცხლი წაუკიდა. გამოძიების ინფორმაციით, მამაკაცი მას აიძულებდა, რომ შერიგებოდა.

საქმის პროკურორმა ლაშა გამყრელიძემ სასამართლო პროცესზე განაცხადა, რომ „მას თავდაპირველად აგინა და ხელი სახის არეში გაარტყა, შემდეგ კი, მოტყუებით წაიყვანა ბენზინგასამართ სადგურზე და შეიძინა ბენზინი, მას სახლის ტერიტორიაზე ცეცხლი წაუკიდა და ცეცხლწაკიდებულს შორიდან უყურებდა, თუ როგორ ეკიდებიდა ცეცხლი მის საყვარელ ადამიანს და როგორ ითხოვდა ის შველას, შემდეგ კი შემთხვევის ადგილიდან გაიქცა“.

სამართალდამცველებმა შალვა გოგოლაძე საგარეჯოს რაიონში, სოფელ პატარძეულის მიმდებარე ტერიტორიაზე იმავე დღეს დააკავეს.

პროკურატურის ინფორმაციით, „თბილისის საქალაქო სასამართლომ გაიზიარა ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და დამამძიმებელ გარემოებაში – განსაკუთრებული სისასტიკით განზრახ მკვლელობის მცდელობაში ბრალდებული შ. გ. დამნაშავედ ცნო“.

ბრალდებული სასამართლოს განაჩენს ციხეში ელოდებოდა. ამ ეტაპზე იგი იძულებით მკურნალობას გადის, შემდეგ კი საპატიმროში გადაიყვანენ.

დაშავებულმა ცეცხლის წაკიდების შედეგად სხეულის 37%-იანი დამწვრობა და ძლიერი შოკი მიიღო. დაზარალებული ახალგაზრდა ქალი საავადმყოფოში გადაიყვანეს. მას ხანგრძლივი სარეაბილიტაციო კურსის გავლა მოუწია.

მანანა ბანძელაძე

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close