fbpx
მსოფლიოსაზოგადოება

ბრიუსელში საპირველაპრილო ხუმრობის „მახეში“ გაბმული დემონსტრანტები პოლიციამ ცრემლსადენი გაზით და წყლის ჭავლით დაშალა

საპირველაპრილო ხუმრობის გამო ბრიუსელის ერთ-ერთ პარკში კარანტინის წესების დარღვევით შეკრებილები პოლიციამ ცრემლსადენი გაზით და წყლის ჭავლით დაშალა.

როგორც სააგენტო „როიტერი“ წერს, სოციალურ ქსელში განთავსებული განცხადება დაგეგმილი სადღესასწაულო ღონისძიების შესახებ საპირველაპრილო ხუმრობა იყო. იმის მიუხედავად, რომ ბრიუსელის პოლიციამ არაერთხელ გაავრცელა განცხადება, რომ არანაირი საზეიმო ღონისძიების ნებართვა არ გაცემულა, ორი ათასამდე ადამიანი მაინც შეკრიბა.

ბელგიაში კორონავირუსის პანდემიის მესამე ტალღის გამო გამკაცრებულია შეზღუდვები, ღია სივრცეში დასაშვებია მხოლოდ ოთხი ადამიანის შეკრება.

სააგენტო „როიტერის“ ცნობით, სამართალდამცველებთან დაპირისპირების შედეგად დაშავდა რამდენიმე ადამიანი, კერძოდ, ორი სამოქალაქო პირი და სამი პოლიციელი. დაკავებულია ოთხი ადამიანი.

1tv.ge

კომენტარები
თეგები

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close