ჰოროსკოპი

ვის გაუმართლებს ყველაზე მეტად – ზოდიაქოს იღბლიანი ნიშნები აპრილში

იღბალი ხან მოდის და ხან მიდის. ის მოულოდნელად გვეწვევა ხოლმე და ასევე მოულოდნელად ქრება. ზოდიაქოს რომელი ნიშნების წარმომადგენლებს გაუმართლებს აპრილში – ამის შესახებ ასტროლოგები მოგვითხრობენ

აპრილი, მთლიანობაში, პოზიტიური თვეა ზოდიაქოს ყველა ნიშნის წარმომადგენლებისთვის – 27 აპრილამდე წლის ყველაზე ხელსაყრელი პერიოდია – ასეთი რამ იშვიათად ხდება, როდესაც ყველა პლანეტა სინქრონულად მოძრაობს და არ არის რეტროგრადული. ამასთან, ამ პერიოდში არ არის მოსალოდნელი დაბნელებები, რაც ადამიანების წარმატებების შანსებს მნიშვნელოვნად ზრდის.

აპრილის ფორტუნა განსაკუთრებით ზოდიაქოს ოთხ ნიშანს გაუღიმებს.

ლომი

ლომებისთვის ეს თვე ძალზე ხელსაყრელი იქნება. აპრილის ორი ძირითადი პლანეტა მარსისა და ვენერას სახით თქვენთვის ძალზე პოზიტიურ ზემოქმედებას მოახდენს, გაუმჯობესდება განწყობა და ამაღლდება პროდუქტიულობა. დიდი სირთულეებიც კი ვერ გაგტეხთ და არც ღირს არეულობების წინაშე შიში. ასტროლოგები გირჩევენ, მხოლოდ წინ იაროთ, შიშებისა და ეჭვების გარეშე. ეს თვე თქვენთვის ახალი მომავალის აშენების „საწყისი წერტილი“ შეიძლება გახდეს.

მშვილდოსანი

მშვილდოსნებს ბევრი საინტერესო და მოულოდნელი მოვლენა და სიურპრიზი გელოდებათ. ვენერა და მარსი დიდ ენერგიასა და ძალას მოგცემენ. ვარსკვლავები მძლავრი პოზიტიური იმპულსით დაგასაჩუქრებენ, რომლის წყალობითაც ამაღლდება თქვენი განწყობა, რომ ცხოვრება უკეთესობისკენ შეცვალოთ. ძალების იმგვარ მოზღვავებას იგრძნობთ, რომ მთების გადადგმას შეძლებთ.

თხის რქა

თხის რქებს საქმიანობის მხრივ უფრო გაგიმართლებთ. ეს იღბლიანობა ძალისა და ენერგიის მძლავრ მოზღვავებას უკავშირდება. სირთულეები ვერ გაგტეხთ და წყობილებიდან ვერ გამოგიყვანთ. განსაკუთრებით პოზიტიური იქნება თვის ბოლო, რადგან მარსი კირჩხიბის ნიშანში გადავა და ყველაზე და განსაკუთრებით თქვენზე, ძალიან სასიკეთოდ იმოქმედებს. თქვენ წინაშე მრავალი შესაძლებლობა გამოჩნდება – შეგიძლიათ, დაიწყოთ ახალი ბიზნესი, შეიცვალოთ სამუშაო, შეიძინოთ ძვირადღირებული ნივთი.

თევზები

თევზებს სასიყვარულო ასპარეზზე გელოდებათ წარმატებები, განსაკუთრებით აპრილის მეორე ნახევარში. იზრდება ვენერას ენერგია, რომელიც თქვენი მთავარი მფარველია. მოიმატებს თქვენი მომხიბვლელობა, პაემნებისა და ქათინაურების მიმართ ბევრად უფრო კრეატიული გახდებით. უკვე არსებული ურთიერთობების მაღალ დონეზე გადაყვანა შეგიძლიათ: ქორწინების დაგეგმვა, სიყვარულის აღიარება…

sputnik-georgia.com

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close