პოლიტიკასაქართველო

კახა კალაძე თბილისის ერთ-ერთ კლინიკაში იმყოფება – რა დიაგნოზი დაუსვეს თბილისის მერს

დედაქალაქის მერი კახა კალაძე თბილისის ერთ-ერთ კლინიკაში გამოკვლევებზე იმყოფება. ამის შესახებ იგი ფეისბუქის პირად გვერდზე წერს. კალაძის თქმით, დისტანციურად აგრძელებს მუშაობას.

„მეგობრებო, უამრავი შეტყობინება მომდის, მწერენ ნაცნობები და სრულიად უცნობი ადამიანები, თუ სად ვარ და რატომ არ ვჩანვარ აქტიურად.

თავს ვალდებულად ვთვლი, მოგაწოდოთ ინფორმაცია: დამიდასტურდა ვერტებრო-ბაზილარული სინდრომი და ვესტუბულოპათია, რის გამოც ვიმყოფები სამედიცინო კვლევებზე თბილისის ერთ-ერთ კლინიკაში. ვმუშაობ დისტანციურ რეჟიმში და ვაგრძელებ მკურნალობას. მინდოდა, ეს ინფორმაცია ჩემგან მიგეღოთ. შეხვედრამდე“, – წერს დედაქალაქის მერი.

ვერტებრო-ბაზილარული უკმარისობა ანუ ვერტებრო-ბაზილარული სინდრომი – თავის ტვინის ფუნქციონირების დარღვევაა ბაზილარულ ან მალების არტერიებში სისხლის ნაკადის შესუსტების გამო. დაავადება არსებობს თანდაყოლილიც და შეძენილიც.

მისი გამომწვევი მიზეზი შეიძლება გახდეს:

  • კისრის მალების მიდამოში ტრავმები;
  • თავის ტვინში სისხლის მიმოქცევის დარღვევა;
  • ჰიპერტონიული დაავადება და არტერიული ჰიპერტენზიის სინდრომი;
  • თავის ტვინის სისხლით მომმარაგებელი სისხლძარღვების ათეროსკლეროზი;
  • ფიბროზულ-კუნთოვანი დისპლაზია;
  • სისხლძარღვების კედლების ანთებითი დაავადებები;
  • შაქრიანი დიაბეტი;
  • ხერხემლის და (ან) მთავარი არტერიის თრომბოზი და სხვ.

დაავადებისთვის დამახასიათებელი სიმპტომებია:

  • თავბრუსხვევა;
  • გონების დაკარგვა;
  • თავის ტკივილი;
  • მხედველობის დარღვევა;
  • სმენის ნეიროსენსორული დაქვეითება (სმენის ცალმხრივი დაქვეითება ან სხვადასხვა ტემბრის ხმაური ყურებში);
  • გულისრევა;
  • ღებინება;
  • არტერიული წნევის ცვლილებები;
  • ასთენიური სინდრომი.

სწორად შერჩეული და დროულად დაწყებული მკურნალობის შემთხვევაში დაავადება სრულად იკურნება.

ნინო ხოშტარია

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close