მედიცინასაზოგადოება

ბილ გეითსი: მსოფლიო შეძლებს, ნორმალურ მდგომარეობას 2022 წლისთვის დაუბრუნდეს

Microsoft-ის თანადამაარსებლის და ფილანთროპის, ბილ გეითსის განცხადებით, მსოფლიო შეძლებს ნორმალურ მდგომარეობას 2022 წლისთვის დაუბრუნდეს კოვიდ-19-ის ვაქცინის დახმარებით.

პოლონეთის მედიისთვის – Gazeta Wyborcza-სა და ტელეკომპანია TVN24-ისთვის მიცემულ ინტერვიუში მან თქვა, რომ კორონავირუსის პანდემია „დაუჯერებელი ტრაგედიაა“ და ერთადერთი იმედის სხივი ვაქცინებია, რომლებიც საოცარი სისწრაფით შემუშავდა.

2022 წლისთვის ნორმალურ ცხოვრებას უნდა დავუბრუნდეთ, განაცხადა გეითსმა და დასძინა, რომ იგი 2015 წელს აფრთხილებდა სამყაროს შესაძლო გლობალური პანდემიის შესახებ (ბილ გეითსმა Microsoft Corp-ის ხელმძღვანელის პოსტი 2014 წელს დატოვა). მისი თქმით, იგი აფრთხილებდა ხალხს, რომ არის გარკვეული საფრთხე, მცირე თანხებით შეგვიძლია მოვემზადოთ და თავიდან ავიცილოთ პრობლემა, მაგრამ, სამწუხაროდ, მისი გაფრთხილება ყურად არ იღეს და სათანადო ინვესტირება არ მოხდა.

თავისი საქველმოქმედო ფონდის გზით ბილ გეითსმა 1,75 მილიარდი დოლარი გამოყო კოვიდ-19-ის პანდემიასთან საბრძოლველად, ვაქცინების ზოგიერთი მწარმოებლის დასახმარებლად და დიაგნოსტიკის და მკურნალობის პოტენციური მეთოდების მხარდასაჭერად.

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close