არტისტისაქართველო

ეკა მამალაძე მალე კიდევ ერთხელ გახდება ბებია, ნანი ბრეგვაძე კი – დიდი ბებია

ნანი ბრეგვაძის შვილიშვილი, ეკა მამალაძის ქალიშვილი, მომღერალი ნატალია ქუთათელაძე მალე დედა გახდება. 

„ნატალიკო სექტემბერში ბავშვს ელოდება. ძალიან ბედნიერები ვართ. პანდემიის დროს ნატალია ძალიან სერიოზულ კონკურსში მონაწილეობდა, სამივე ტურში გაიმარჯვა. მისი ფინალური ტური იმართება ივნისის თვეში. ნატალია მაინც ფიქრობს, წავიდეს თუ არა…“ – განაცხადა რადიო „ფორტუნას“ ეთერში სტუმრობისას ეკა მამალაძემ.

ნატალია ქუთათელაძის მეუღლე აჩიკო ჯაფარიძეა. წყვილი 2017 წელს დაქორწინდა, თუმცა მათი დაოჯახების ამბავი ერთი წლის შემდეგ გამჟღავნდა. მაშინ ნატალია და აჩიკო ჯაფარიძე გერმანიაში ცხოვრობდნენ. ახალგაზრდა მომღერალი თავის პირველ შვილს ელოდება, აჩიკო ჯაფარიძეს კი წინა ქორწინებიდან უკვე ჰყავს 3 შვილი.

„როგორც კარიერაში, ისე პირადშიც ძალიან გამიმართლა. ძალიან ბედნიერი ვარ. ქმარი ყველაფერში ხელს მიწყობს და ცდილობს, სტიმული უფრო მომიმატოს, რომ მეტი ვიშრომო და მიზნის მისაღწევად ვიყო ორიენტირებული.

მაქსიმალურად ცდილობს, გვერდით მედგეს, როგორც ფიზიკურად, ისე მორალურად. ის მთავარი მასტიმულირებელი ძალაა. ახლა იმ ეტაპზე ვარ, როცა ბევრს ვსწავლობ.

მიმაჩნია, რომ დიდი შრომა და გაძლება მჭირდება. ერთი წელია, რაც გათხოვილი ვარ და, ფაქტობრივად, ჩემი ქმარი სულ გზაშია“, – ამბობს „რეიტინგთან“ ინტერვიუში ნატალია ქუთათელაძე.

ეკა მამალაძის უფროს ვაჟებს უკვე ჰყავთ შვილები: ლევანს – ერთი ბიჭი, გოგის კი – ორი, ასე რომ, ეკა მამალაძე დიდი ხანია ბებიაა, ნანი კი – დიდი ბებია, ნატალიკოს შვილი ამ „საპატიო სტატუსს“ უფრო გაამყარებს.

მოამზადა მანანა ბანძელაძემ

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close