fbpx
newsიტალია

ვენეციაში, სან მარკოს მოედანთან ახლოს დელფინები გამოჩნდნენ🐬(ვიდეო)

ვენეციის ლაგუნაში შესული 2 დელფინი დიდი არხის (Canal Grande) შესართავამდე მიცურდა, პუნტა დელა დოგანამდე. Covid-19-ის პრევენციისთვის შემოღებული შეზღუდვების გამო წყლის ტრანსპორტი აღარ მოძრაობს და შედეგად ამ პერიოდში ქალაქში ბევრი თევზი „აღწევს“, რომლებიც, ჩვეულებრივ, ვენეციის წყლებში არ ბინადრობენ.

ვენეციის არხებში დელფინის გამოჩენა გამონაკლისი შემთხვევა არ არის, თუმცა ორი დელფინის დანახვამ არხში ისეთ ხალხმრავალ რაიონში, როგორიც წმინდა მარკოზის მოედანია, ქალაქის მცხოვრებლები გააოცა. მოქალაქეები მათი ცქერით კარგა ხანს ტკბებოდნენ, თან ფოტოებს და ვიდეოებსაც უღებდნენ.

წმინდა მარკოზის მოედანთან არხში დელფინი თავის შვილთან ერთად დაახლოებით 7 საათის განმავლობაში დაცურავდა.

შემდეგ კი „საპატიო“ სტუმრები პოლიციისა და სანაპირო დაცვის თანამშრომლებმა  სპეციალური ტექნიკის გამოყენებით ადრიატიკის ზღვაში გააცილეს.

ნინო ხოშტარია

კომენტარები
თეგები

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close