fbpx
მოგზაურობა

პოლონეთის რესპუბლიკაში შესვლის პირობები

პოლონეთის მიმართულებით ტურისტული მგზავრობა ნებადართული არ არის.

პოლონეთის რესპუბლიკაში შესვლა შეუძლიათ:

  1. პოლონეთის მოქალაქეებს;
  2. უცხო ქვეყნის მოქალაქეებს, რომლებიც პოლონეთის მოქალაქეების ოჯახის წევრები არიან (მეუღლე, შვილი);
  3. პოლონელის ბარათის (ე.წ. Karta Polaka) მფლობელებს;
  4. დიპლომატებს და მათი ოჯახის წევრებს;
  5. პოლონეთის ტერიტორიაზე დროებითი ან მუდმივი ბინადრობის ნებართვის მქონე უცხო ქვეყნის მოქალაქეებს;
  6. დასაქმების ნებართვის მქონე (სეზონური სამუშაო ნებართვა, დამსაქმებლის დეკლარაცია უცხოელის დასაქმებაზე, ან სამუშაო ნებართვა) უცხო ქვეყნის მოქალაქეებს, რომლებიც დასაქმებულები არიან პოლონეთის ტერიტორიაზე, ან საზღვარზე წარადგენენ სამუშაოს დაწყების დამადასტურებელ დოკუმენტებს;
  7. უცხო ქვეყნის იმ მოქალაქეებს/მძღოლებს, რომლებსაც გადაყავს ხალხი, ან გადააქვთ ტვირთი;
  8. უცხო ქვეყნის იმ მოქალაქეებს/მძღოლებს, რომლებიც ტრანზიტული მიზნით გადიან პოლონეთის ტერიტორიას;
  9. პოლონეთში მოსწავლის, სტუდენტის ან დოქტორანტის სტატუსის მქონე პირებს;
  10. მეცნიერებს, რომლებიც კვლევებს აწარმოებენ პოლონეთის ტერიტორიაზე;
  11. ევროკავშირის წევრი ქვეყნის მოქალაქეს, ევროპული ეკონომიკური ზონის შეთანხმების მხარის, ევროპის თავისუფალი ვაჭრობის ასოციაციის წევრი ქვეყნის და შვეიცარიის კონფედერაციის მოქალაქეებს და მათ ოჯახის წევრებს (მეუღლე, შვილი)
  12. ევროკავშირის ტერიტორიაზე მუდმივი ბინადრობის ნებართვის მქონე მოქალაქეებს და მათი ოჯახის წევრებს (მეუღლე, შვილი), რომლებიც ტრანზიტული მიზნით გადიან პოლონეთის ტერიტორიას;
  13. პოლონეთის რესპუბლიკის ტერიტორიაზე რეპატრიანტი ან რეპატრიანტის ოჯახის წევრი (მეუღლე, შვილი);
  14. სპორტსმენები, რომლებიც ჩადიან პოლონეთში სპორტულ შეჯიბრებებში მონაწილეობის მისაღებად, ან იმ სპორტული ორგანიზაციის მოწვევით, რომელიც აღიარებულია საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის მიერ;
  15. ის პირები, რომლებიც მიემგზავრებიან პოლონეთში იმ კატეგორიის ვიზით, რომელიც ე.წ. ჰუმანიტარული საფუძვლებიდან გამომდინარე გაიცა;
  16. ბელარუსის რესპუბლიკის მოქალაქეები;
  17. მეზღვაურები და მეთევზეები;
  18. უცხოელები, რომლებმაც მიიღეს ვიზა პროგრამა “Poland Business Harbour” (IT სექტორში დასაქმებული პირები) მონაწილეობის მისაღებად;
  19. უცხოელი ბიზნესმენები, რომლებიც შედიან პოლონეთში საქმიანი ვიზიტით და აქვთ პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრის თანხმობა;
    1. განსაკუთრებულ შემთხვევებში შესაძლებელია გამონაკლისის დაშვება და პოლონეთის საზღვრის დაცვის სამსახურის მთავარი კომენდანტის თანხმობის საფუძველზე უცხოელის პოლონეთში შეშვება.

ავიამიმოსვლაზე დაწესებული შეზღუდვები:

მიმდინარე წლის 28 მარტიდან საქართველოსა და პოლონეთს შორის რეგულარული საჰაერო მიმოსვლა განახლდება (ვარშავა-თბილისი-ვარშავის მიმართულებით რეისებს შეასრულებს LOT პოლონეთის ავიახაზები). პოლონეთში თვითმფრინავით, მატარებლით ან ავტობუსით შესული მგზავრები ექვემდებარებიან 10-დღიან თვითიზოლაციასსაზღვრის კვეთისას მოქალაქე ვალდებულია მიუთითოს მისამართისადაცთვითიზოლაციას/კარანტინს გაივლის

10-დღიან თვითიზოლაციას არ ექვემდებარებიან:

  1. ის პირები, რომლებიც წარუდგენენ მესაზღვრეს PCR კვლევის/ანტიგენური ტესტის გაკეთების დამადასტურებელ საბუთს (ნეგატიურ პასუხს) ინგლისურ ენაზე, რომლის პასუხის  ვადა პოლონეთის რესპუბლიკაში ჩასვლამდე არ უნდა აღემატებოდეს 48 საათს;
  2. საჰაერო ხომალდის ეკიპაჟის წევრები;
  3. მეზღვაურები და მეთევზეები;
  4. მძღოლები;
  5. პოლონეთში მოსწავლის, სტუდენტის და დოქტორანტის სტატუსის მქონე უცხო ქვეყნის მოქალაქეები;
  6. პოლონეთის და მოკავშირე ქვეყნების შეიარაღებული ძალების ჯარისკაცები და დანარჩენი ძალოვანი სტრუქტურების წარმომადგენლები;
  7. დიპლომატიური მისიების წევრები და მათი ოჯახის წევრები;
  8. ე.წ. ტრანზიტული მგზავრები და მათი ოჯახის წევრები, რომლებსაც აქვთ ევროკავშირის ან ევროპის თავისუფალი ვაჭრობის ასოციაციის წევრ ქვეყანაში მუდმივი ბინადრობის ნებართვა, რომლებიც პოლონეთის გავლით მიემგზავრებიან მუდმივად საცხოვრებელ ქვეყანაში;
  9. პირები, რომლებმაც პოლონეთის საზღვრის კვეთამდე 6 თვემდე პერიოდში გადაიტანეს კორონავირუსი და წარადგენენ შესაბამის დოკუმენტაციას, რომლითაც დასტუდება მათ მიერ იზოლაციის გავლა სახლის პირობებში ან ჰოსპიტალიზაცია;
  10. ის პირები, რომლებმაც საკუთარი ტრანსპორტით გადაკვეთეს შენგენის შიდა საზღვარი (მაგალითად, გერმანიიდან საკუთარი მანქანით შევიდა). აღსანიშნავია, რომ ჩეხეთიდან და სლოვაკეთიდან შესული ნებისმიერი მგზავრი (როგორც საკუთარი მანქანით, ისე ავტობუსით, მატარებლით ან თვითმფრინავით) ექვემდებარება იზოლაციას.

წყარო: https://strazgraniczna.pl/pl/k-wjazd-do-polski-kwara

avianews.ge

კომენტარები
თეგები

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close