fbpx
საზოგადოებასაქართველო

პანდემიის მესამე ტალღა საქართველოში: როდის დაიწყება და რა მასშტაბები ექნება? – ბიძინა კულუმბეგოვის პროგნოზი

[საქართველოში] მესამე ტალღა და ციფრების მატება იქნება, – განაცხადა ალერგოლოგ-იმუნოლოგმა ბიძინა კულუმბეგოვმა „დღის კურიერში“ სტუმრობისას.

„ვირუსს აქვს ძალიან მაღალი გავრცელების, რეპროდუქციული მაჩვენებელი. ამ რეპორდუქციული მაჩვენებლის 1%-ის ქვემოთ შენარჩუნებას ანუ პანდემიის სტაბილურობას უზრუნველყოფს: პირველი – მობილობის შემცირება და მეორე – პირბადის ტარება.

მესამე გავლენის მომხდენი არის ვაქცინაცია, რაც ჩვენ დროის მოკლე პერიოდში ვერ წამოგვეხმარება, რადგან ამ შემთხვევაში უკვე დიდი პოპულაცია უნდა იყოს აცრილი.

ანუ ჩვენ რეალურად ვრჩებით რეგულაციების მართვის იმედზე. აღსრულების მხრივ უნდა იყოს სიმკაცრე, რადგან ჩვენ არ უნდა მივცეთ მოქალაქეებს და ბიზნესს მოდუნების საშუალება. თავად ბიზნესმაც არ უნდა მისცეს საკუთარ თავს მოდუნების საშუალება.

ერთადერთი დამაიმედებელი არის ის, რომ შესაძლო მესამე ტალღა თბილ პერიოდს დაემთხვევა – გაზაფხულის ბოლო და ზაფხულისკენ. ამ პერიოდში ადამიანების დიდი ნაწილი ქუჩაში ატარებს დროს, ისედაც ბუნებრივი ვენტილაცია გაძლიერებულია, მჭიდრო კონტაქტი ნაკლებია და შესაბამისად, ეს [მესამე ტალღა] ისეთივე მასშტაბური არ იქნება, როგორიც იყო შემოდგომით. იქნება ახალი ტალღა, მაგრამ ეს არ იქნება ცუნამისებური, როგორიც ჩვენ უკვე გადავიტანეთ“, – ასეთ პროგნოზს აკეთებს კულუმბეგოვი.

საქართველოში ამ დრომდე კორონავირუსით ინფიცირების სულ 278 178 შემთხვევაა ლაბორატორიულად დადასტურებული, მათგან 270 668 ადამიანი გამოჯანმრთელდა, 3714 პაციენტი კი, სამწუხაროდ, გარდაიცვალა.

რაც შეეხება ბოლო 24 საათის მაჩვენებლებს, გამოვლინდა ინფიცირების 528 ახალი შემთხვევა, გამოჯანმრთელდა 299 ადამიანი, 4 პაციენტი კი, სამწუხაროდ, გარდაიცვალა.

გაიზარდა დადებითობის მაჩვენებელი (ჩატარებული ტესტირებებიდან დადებითი პასუხების პროცენტული რაოდენობა) – 2,53% (ბოლო 14 დღის ანალოგიური მაჩვენებელი – 1,61%-ია, ბოლო შვიდი დღის – 1,82%).

კომენტარები
თეგები

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close