fbpx
ლეგალიზაცია და კანონმდებლობასაბერძნეთი

რამდენიმე დეტალი საბერძნეთის მოქალაქეობის კანდიდატთა საგამოცდო პროცესთან დაკავშირებით (ფოტოილუსტრაცია)

ჩვენი მკითხველებისთვის ცნობილია, რომ 16 მაისს ჩატარდება პირველი ეროვნული წერითი გამოცდა ნატურალიზაციის გზით საბერძნეთის მოქალაქეობის მოპოვების მსურველთათვის და უკვე დაიწყო კანდიდატთა რეგისტრაცია. რეგისტრაციისთვის გადადით ლინკზე: https://exetaseis-ithageneia.ypes.gr/aitiseis/#login

გამოცდაში მონაწილეობის მისაღებად კანდიდატმა უნდა გადაიხადოს სახელმწიფო ბაჟი, ე.წ. პარავოლო. თავდაპირველი პროექტით გადასახადი 250 ევროს ოდენობით განისაზღვრა, მაგრამ საბოლოოდ 150 ევრომდე შემცირდა.

წარუმატებლობის შემთხვევაში კანდიდატს შეუძლია გამოცდა განმეორებით ჩააბაროს. შემდეგი გამოცდა 2021 წლის 7 ნოემბერს ჩატარდება. ისინი, ვისაც ძველი წესით უკვე შეტანილი აქვს განაცხადი საბერძნეთის მოქალაქეობაზე, 150 ევროს გადახდისგან თავისუფლდებიან.

ელექტრონული განაცხადის გაკეთება შესაძლებელია 2021 წლის 18 აპრილის შუაღამემდე (24:00 სთ ათენის დროით).

რეგისტრაციისთვის ზემოთ მითითებულ ლინკზე გადასვლის შემდეგ ეკრანზე გამოჩნდება შემდეგი გამოსახულება:

დააჭირეთ ΣΥΝΔΕΣΗ-ს. ამის შემდეგ უნდა შეიყვანოთ TAXISnet-ის თქვენი კოდები. გამოჩნდება ახალი ფანჯარა, რომლის ზედა ნაწილში აისახება თქვენი პერსონალური მონაცემები. ქვედა ნაწილში შეიყვანეთ დამატებითი ინფორმაცია, როგორიცაა: ბინადრობის ნებართვის სახეობა, საცხოვრებელი პერიფერია, მუნიციპალიტეტი, მისამართი, ტელეფონის ნომერი და ა.შ. ბოლოს დააჭირეთ ΚΑΤΑΧΩΡΗΣΗ.

გირჩევთ, დაწვრილებითი ინფორმაციის მისაღებად მიმართოთ თქვენს ადვოკატს.

გიორგი ჯანელიძე

კომენტარები
თეგები

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close