საბერძნეთისაიმიგრაციო კანონმდებლობის სიახლეები

საბერძნეთი: გაიხსნა საგამოცდო პლატფორმა საბერძნეთის მოქალაქეობის მსურველთათვის

როგორც ცნობილია, 16 მაისს ჩატარდება პირველი ეროვნული გამოცდები ნატურალიზაციის გზით საბერძნეთის მოქალაქეობის მოპოვების მსურველთათვის. შეგახსენებთ, რომ აღნიშნული გამოცდის წარმატებით ჩაბარება აუცილებელი პირობაა ნატურალიზაციის გზით საბერძნეთის მოქალაქეობაზე განაცხადის შესატანად. გამოცდის წარმატებით ჩაბარების შემთხვევაში კანდიდატები მიიღებენ სერტიფიკატს (Πιστοποιητικό Επάρκειας Γνώσεων Πολιτογράφησης). მსურველები უნდა დარეგისტრირდნენ შესაბაბის ელექტრონულ პლატფორმაზე. კანდიდატმა რეგისტრაციისთვის უნდა გამოიყენოს TAXISnet-ის საკუთარი კოდები.

რეგისტრაციისთვის გადადით ლინკზე: https://exetaseis-ithageneia.ypes.gr/aitiseis/#login

საგამოცდო ცენტრები შემდეგ ქალაქებში შეიქმნება: ათენი, თესალონიკი, ლარისა, კომოტინი, იოანინა, პატრა, ტრიპოლი და ირაკლიო (ჰერაკლიონი).

ნატურალიზაციის გზით საბერძნეთის მოქალაქეობის მოსაპოვებლად უნდა გქონდეთ ქვემოთ ჩამოთვლილი ბინადრობის მოწმობის სახეობებიდან ერთ-ერთი და ქვეყანაში ლეგალურად ცხოვრების შესაბამისი ხანგრძლივობა. კერძოდ:

1. გრძელვადიანი ბინადრობის ნებართვა (Άδεια διαμονής επί μακρόν διαμένοντος). ასეთ შემთხვევაში უნდა ცხოვრობდეთ საბერძნეთში ლეგალურად და უწყვეტად ბოლო 7 წლის განმავლობაში.

2. უვადო ან ათწლიანი ბინადრობის ნებართვა (Άδεια αόριστης ή δεκαετούς διάρκειας). ასეთ შემთხვევაშიც უნდა ცხოვრობდეთ საბერძნეთში ლეგალურად და უწყვეტად ბოლო 7 წლის განმავლობაში.

3. ბინადრობის ნებართვა დამოკიდებული სამუშაოსთვის (Άδεια διαμονής για εξαρτημένη εργασία). ასეთ შემთხვევაში უნდა ცხოვრობდეთ საბერძნეთში ლეგალურად და უწყვეტად ბოლო 12 წლის განმავლობაში.

4. საბერძნეთის მოქალაქის მეუღლის ბინადრობის ნებართვა იმ შემთხვევაში, თუკი მასთან ჰყავს საერთო შვილი (Άδεια διαμονής ως σύζυγος Έλληνα Πολίτη, με τον οπόιο αποκτήθηκε τέκνο). ასეთ შემთხვევაში უნდა ცხოვრობდეთ საბერძნეთში ლეგალურად და უწყვეტად ბოლო 3 წლის განმავლობაში.

ცხადია, ზემოთ ჩამოთვლილია ძირითადი შემთხვევები და მთავარი პირობები. დაწვრილებითი ინფორმაციის მისაღებად მიმართეთ თქვენს ადვოკატს.

ნინო ბაჯელიძე

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close