fbpx
იტალიაკულტურა

იტალიაში გიგანტური შოკოლადის კვერცხი შექმნეს დანტეს პატივსაცემად (ვიდეო)

25 მარტს გენიალური დანტე ალიგიერის საერთაშორისო დღეა და დიდი პოეტის გარდაცვალებიდან 700 წლისთავი აღინიშნება. ამ ფაქტთან დაკავშირებით ნეაპოლელმა კონდიტრებმა განსაცვიფრებელი ზომის და სილამაზის შოკოლადის კვერცხი დაამზადეს

 

View this post on Instagram

 

A post shared by Gay Odin (@gay_odin)

ნეაპოლელი კონდიტრების ქმნილება, რომელიც გინესის რეკორდების წიგნში მოხვედრის კანდიდატია, 300 კგ-ს იწონის, ხოლო სიმაღლე 2 მეტრია. მასზე ამოტვიფრულია უკვდავი სტრიქონები დანტეს „ღვთაებრივი კომედიიდან“ და გამოსახულია პოეტის პორტრეტი. უჩვეულო კვერცხი ნეაპოლის უძველეს შოკოლადის ფაბრიკა Gay-Odin-შია გამოფენილი. ამ ფაბრიკაში ბოლო 20 წელია, ყოველწლიურად იქმნება შოკოლადის შედევრები, რომლებიც წლის გმირებს ეძღვნება.

ფაბრიკის მფლობელის, მარიზა დელ ვეკიოს თქმით, ამ ურთულეს წელს შოკოლატიეები ერთგვარი შესვენების გაკეთებას გეგმავდნენ, თუმცა გადაიფიქრეს მას შემდეგ, რაც შემთხვევით ხელში ჩაუვარდათ ალდო კაძულოს წიგნი დანტე ალიგიერზე „ისევ ვიხილოთ ვარკვლავები“ (Aldo Cazzullo, ”A riveder le stelle”).

მარიზა დელ ვეკიომ პანდემია „დაბურულ ტყეს“ შეადარა და გამოთქვა იმედი, რომ მსოფლიო მალე დააღწევს თავს მას და შეძლებს, ბოლოს და ბოლოს, „ისევ იხილოს ვარსკვლავები“.

ნინო ხოშტარია

მსგავს თემაზე: დანტე ალიგიერის შთამომავალს სურს, გაუქმდეს განაჩენები, რომლებიც პოეტს 700 წლის წინათ გამოუტანეს

კომენტარები
თეგები

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close