fbpx
პოლიტიკასაქართველო

გიორგი გახარია პოლიტიკაში ბრუნდება (ვიდეო)

პროგნოზი გამართლდა, პოლიტიკაში დაბრუნება საჯაროდ დაანონსდა – თანამდებობიდან გადადგომიდან ერთ თვეში ყოფილი პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია ტელეკამერების წინ დღეს პირველად გამოჩნდა. მისი გეგმების ლოდინი საზოგადოებას, დიდი ალბათობით, დიდხანს არ მოუწევს.

გიორგი გახარიამ დღეს განაცხადა, რომ პოლიტიკიდან წასვლას არ აპირებს.

„არსად წასვლას არ ვაპირებ, მეტიც, არც პოლიტიკიდან წავალ, მალე შევხვდებით“, – უთხრა ჟურნალისტებს ყოფილმა პრემიერმა.

გიორგი გახარიას გუნდის დასაკომპლექტებლად კონსულტაციები, როგორც ჩანს, უკვე დაწყებული აქვს. დღევანდელი განცხადების გაკეთების დროს სახლიდან გამოსულ გახარიას თან ახლდნენ მთავრობის ადმინისტრაციის ყოფილი ხელმძღვანელი კახა ქემოკლიძე და „ქართული ოცნების“ მოქმედი დეპუტატი, მიხეილ დაუშვილი.

„დღეს მე განვაცხადე, რომ ვრჩები ქართულ პოლიტიკაში. ამჟამად ვმუშაობ პოლიტიკურ დღის წესრიგზე. საქართველოს სჭირდება პოლიტიკური პოლარიზაციის აღმოფხვრა და ევროპული მომავლისთვის რეალური დღის წესრიგის შემუშავება“, – წერს გიორგი გახარია ტვიტერში.

მმართველი გუნდი „ოცნების“ საარჩევნო სიის ყოფილი პირველი ნომრის მიერ ახალი ოპოზიციური ძალის შესაძლო შექმნას მიესალმება.

რაც შეეხება ოპოზიციას, გახარიას გამოჩენას და მის პოლიტიკურ გააქტიურებას ოპოზიციის წარმომადგენელთა უარყოფითი შეფასებები მოჰყვა. მართალია, ზოგიერთი მათგანი აცხადებს, რომ თუ იგი პარტიას შექმნის, ოპოზიციას ხმებს ვერ წაართმევს, აშკარაა, რომ გიორგი გახარიას პოლიტიკურ ასპარეზზე გამოჩენამ ბოიკოტის რეჟიმში მყოფ ოპოზიციურ პარტიებს თავსატეხი გაუჩინა და მართალია, მათთვის მოსალოდნელი, მაგრამ მაინც უსიამოვნო სიურპრიზი აღმოჩნდა.

კომენტარები
თეგები

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close