მოდა/სილამაზე

სამტრედიელმა მოსწავლემ არმანის ჩვენება გახსნა – „თავად ჯორჯო არმანიმ მომცა ტანსაცმელი“

ქართველი მოდელები არაერთხელ მოხვედრილან მსოფლიო მოდის ინდუსტრიის ეპიცენტრში. ამჯერად დიდი წარმატება წილად ხვდა 17 წლის გოგონას სამტრედიიდან.

17 წლის ქართველმა მოდელმა ზინი ქაჯაიამ, რომელმაც ახლახან მილანის მოდის კვირეულზე „ემპორიო არმანის“ ჩვენება გახსნა, ჟურნალ „თბილისელებთან“ საკუთარ წარმატებაზე ისაუბრა.

მოდელის თქმით, თავად ჯორჯო არმანიმ მისცა ის ტანსაცმელი, რომელიც ჩვენებაზე უნდა ჩაეცვა. „მან შემამჩნია კასტინგზე და მითხრა – შენ გახსნი ჩვენებას! ჩემს უკან იდგნენ ულამაზესი და უწარმატებულესი მოდელები, რომლებმაც ურთულესი გზა გაიარეს ამ სფეროში და მე, 17 წლის ახალბედა მოდელმა, გავხსენი ჩვენება, ეს ხომ წარმოუდგენელია!“ – ამბობს მოდელი.

რა ლამაზია 😍 Zini Kajaia Emporio Armani
Zini walking for Emporio Armani F/W 2021-2022 Look Modéls Managemént

Posted by Nino Tskitishvili on ხუთშაბათი, 25 თებერვალი, 2021

მილანის მოდის კვირეულის ქართველი მონაწილე ნინო ცქიტიშვილის სამოდელო სააგენტოს მოდელია. როგორც თავად ჰყვება ჟურნალთან, დაიბადა და გაიზარდა სამტრედიაში, სოფელ ჭაგანში.

„სკოლაშიც იქ ვსწავლობ, მეთერთმეტე კლასში ვარ. ერთი წლის წინ, სამოდელო კარიერის გამო, თბილისში ბაბუასთან მომიწია ჩამოსვლამ“, – ამბობს გოგონა.

ზინის დღევანდელი საოცარი გამოსვლა Dolce & Gabbana – ს ჩვენებაზე 💃🏻💃🏻💃🏻💃🏻 Look Modéls Managemént

Posted by Nino Tskitishvili on ორშაბათი, 01 მარტი, 2021

ზინი იხსენებს, რომ გარეგნობით გამორჩეული ბავშვი არასდროს ყოფილა, თუმცა სიმაღლის გამო მუდმივად ექცეოდა ყურადღების ცენტრში, რადგან 181 სანტიმეტრია და ყველა ეუბნებოდა, რომ მოდელი უნდა გამოსულიყო. ამიტომ ბავშვობიდანვე დაისახა მიზნად მოდელობა.

ზინი ქაჯაია დღეს Giorgio Armani-ს ჩვენებაზე 💃🏻💃🏻Look Modéls Managemént Zini Kajaia

Posted by Nino Tskitishvili on შაბათი, 27 თებერვალი, 2021

sputnik-georgia.com

ამავე თემაზე: ვინ არის 16 წლის ქართველი მოდელი, რომელსაც კონტრაქტი ნაომი კემპბელის და კლაუდია შიფერის სააგენტომ გაუფორმა

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close