მოდა/სილამაზექართველები უცხოეთში

ვინ არის 16 წლის ქართველი მოდელი, რომელსაც კონტრაქტი ნაომი კემპბელის და კლაუდია შიფერის სააგენტომ გაუფორმა

მსოფლიოს სამოდელო სფეროში კიდევ ერთ ქართველს, 16 წლის ზინი ქაჯაიას ელოდებიან. მან უკვე გააფორმა კონტრაქტი ლიდერ სამოდელო სააგენტოსთან Dmanagement group.

ინფორმაციას ამის თაობაზე, სოციალურ ქსელში ყოფილი მოდელი და ახლა უკვე სამოდელო სააგენტო look models-ის დამფუძნებელი ნინო ცქიტიშვილი აქვეყნებს.

„მოხარული ვარ გაცნობოთ, რომ ლუქმოდელსის Look Modéls Managemént ახალი სახე 16 წლის ზინი ქაჯაია მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე წარმატებულ და ლიდერ სააგენტოს Dmanagement group-ს შეუერთდა.

სააგენტო, სადაც მხოლოდ რჩეულები ხვდებიან.

Dmanagement Group წარადგენს შემდეგ ტოპ მოდელებს: ნაომო კემბელი, კარლა ბრუნი, ალეკ ვეკი, კლაუდია შიფერი, ევა ჰერციგოვა, ჰელენა კრისტენსენი, ქეით მოსსი, ჰეიდი კლუმი, კაროლინა კურკოვა, მილა იოვოვოჩი, მონიკა ბელუჩი, ლინდსი ვიქსონ, დილონი და ა.შ….
წარმატებები ულამაზეს ზინის“, – წერს ცქიტიშვილი.

 

თამარ ბოჭორიშვილი

primetime.ge

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close