მსოფლიოსაზოგადოება

სასწაულის მოლოდინი ბეირუთში – მაშველები გადარჩენილებს კვლავ ეძებენ

ბეირუთში აფეთქებისას დაკარგული ადამიანების საპოვნელად სამუშაოები კვლავ გრძელდება.

როგორც BBC წერს, სამძებრო სამუშაოები მას შემდეგ განახლდა, რაც სენსორულმა მოწყობილობამ სიცოცხლის შესაძლო ნიშნები დააფიქსირა, რასაც მოჰყვა სასწაულის იმედი, რომელიც ლიბანელ ხალხს დღემდე აქვს.

მედიასაშუალების ცნობით, მაშველები ამბობენ, რომ გადარჩენილთა არსებობაზე ვერაფერს იტყვიან, სანამ სამუშაოები არ დასრულდება.

აღსანიშნავია, რომ ბეირუთმა ტრაგედიიდან ერთი თვის თავზე, პორტში დასაწყობებული ამონიუმის ნიტრატის აფეთქებისას დაღუპულებს კვლავ წუთიერი დუმილით მიაგო პატივი.

ინფორმაციისთვის, 2750 ტონა გვარჯილის აფეთქებას 200-მდე ადამიანი ემსხვერპლა, 1000-ზე მეტი კი დაშავდა.

pia.ge

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close