fbpx
მსოფლიოტექნოლოგიებისაბერძნეთი

სომხეთი საბერძნეთთან ერთად უპილოტო საფრენი აპარატების წარმოებას გეგმავს

ბერძნულ მედიაში გავრცელებული ცნობებით, სომხეთი, ყარაბაღის ომის მწარე გამოცდილებიდან გამომდინარე, უპილოტო საფრენი აპარატების, სამხედრო დრონების წარმოების დაწყებას გეგმავს.

საბერძნეთში თესალონიკის არისტოტელეს უნივერსიტეტის ინჟინერთა ჯგუფი 2013 წლიდან მუშაობს ე.წ. მკვლელი დრონების შექმნაზე. გავრცელებული ინფორმაციით, სომხეთი აპირებს, პროექტის განვითარებაში მონაწილეობა მიიღოს. ბერძნული მხარე იმედოვნებს, რომ ეს საქმეს დააჩქარებს.

საგულისხმოა, რომ პროექტში მონაწილეობს ბერძნული კომპანია INTRACOM Defense-ი, რომელიც ჰოლდინგ Intracom-ში შედის. აღნიშნულ ჰოლდინგში შედის, ასევე, კომპანია Intracom Telecom-ი, რომლის მეწილეა რუსული კომპანია Sistema. რუსული კომპანიის ინტერესებს Intracom-ში წარმოადგენს ქართული წარმოშობის ბიზნესმენი დავით ხიდაშელი (კომპანიის დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარე), რომელიც ქართულმა საზოგადოებამ ე.წ. კარტოგრაფების საქმესთან დაკავშირებით გაიცნო.

გიორგი ჯანელიძე

კომენტარები
თეგები

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close