fbpx
ლეგალიზაცია და კანონმდებლობასაბერძნეთი

გამოცდები საბერძნეთის მოქალაქეობის კანდიდატთათვის 8 ქალაქში ჩატარდება

საბერძნეთის შინაგან საქმეთა მინისტრის, მაკის ვორიდისის განცხადებით, პირველი ეროვნული მასშტაბის გამოცდები ნატურალიზაციის გზით საბერძნეთის მოქალაქეობის მოპოვების მსურველთათვის ქვეყნის 8 ქალაქში ჩატარდება.

საგამოცდო ცენტრები შემდეგ ქალაქებში შეიქმნება: ათენი, თესალონიკი, ლარისა, კომოტინი, იოანინა, პატრა, ტრიპოლი და ირაკლიო (ჰერაკლიონი).

საგამოცდო ცენტრის ასამოქმედებლად აუცილებელი პირობაა მინიმუმ 25 კანდიდატის დარეგისტრირება. გამოცდები წელიწადში ორჯერ ჩატარდება.

წელს პირველი გამოცდა -16 მაისს, ხოლო მეორე 7 ნოემბერს ჩატარდება. გამოცდის წარმატებით ჩაბარების შემთხვევაში კანდიდატები მიიღებენ სერტიფიკატს (Πιστοποιητικό Επάρκειας Γνώσεων Πολιτογράφησης), რის შემდეგაც შეძლებენ საბერძნეთის მოქალაქეობაზე განაცხადის შეტანას.

უახლოეს დღეებში ცნობილი გახდება, თუ როგორ მოხდება გამოცდებზე კანდიდატთა რეგისტრაცია.

გიორგი ჯანელიძე

ამავე თემაზე: როგორ ჩატარდება გამოცდები საბერძნეთის მოქალაქეობის მოპოვების მსურველთათვის – საგამოცდო საკითხები გამოქვეყნდა

კომენტარები
თეგები

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close