fbpx
საქართველო

ბერა ივანიშვილი: „პირდაპირ ვიტყვი, რომ თუ ვინმე დედას შემაგინებს, თუ ვინმე ჩემს ოჯახს შეეხება, დღესაც პასუხს მოვთხოვ“ (ვიდეო)

პირდაპირ ვიტყვი, რომ თუ ვინმე დედას შემაგინებს, თუ ვინმე ჩემს ოჯახს შეეხება, რაც ჩემთვის ყველაზე წმინდა და ღირებულია, ასეთ ადამიანს აუცილებლად პასუხს მოვთხოვ დღესაც, – ამის შესახებ მუსიკოსმა ბერა ივანიშვილმა, „იმედის ფაქტორში“ განაცხადა.

მისი თქმით, არც კი დაიწყებს იმის შესახებ საუბარს, ჩანაწერი ავთენტიკური იყო თუ დაამონტაჟეს.

„არც კი დავიწყებ ამაზე კამათს, იყო ეს ავთენტური, დაამონტაჟეს თუ არა. ამას ჩემთვის მნიშვნელობა არ აქვს, რადგან დღესაც აბსოლუტურად იგივე პოზიციაზე ვარ და პირდაპირ ვიტყვი, რომ თუ ვინმე დედას შემაგინებს, თუ ვინმე ჩემს ოჯახს შეეხება, რაც ჩემთვის ყველაზე წმინდა და ღირებულია, ასეთ ადამიანს აუცილებლად პასუხს მოვთხოვ დღესაც. მანახეთ ქართველი კაცი, რომელიც ამ საკითხზე სხვანაირად ფიქრობს, ერთი ვაჟკაცი, ერთი ქართველი მაჩვენეთ, ვინც ამ საკითხზე სხვა აზრისაა“, – განაცხადა ბერა ივანიშვილმა.

შეგახსენებთ,რომ „ტელეკომპანია პირველმა“ 6 მარტს ფარული აუდიოჩანაწერები გაავრცელა, რომლებშიც ისმის, რომ ქართული ოცნების დამფუძნებლის, ბიძინა ივანიშვილის ვაჟი, მომღერალი ბერა ივანიშვილი, სავარაუდოდ, სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ამჟამინდელ ხელმძღვანელ ანზორ ჩუბინიძეს იმ ახალგაზრდების დაშინებას, დამცირებასა და დასჯას სთხოვს, რომელთაც ინტერნეტში ივანიშვილების ოჯახის შეურაცხმყოფელი კომენტარები დაწერეს.

ტელეკომპანიამ სხვა ფარული აუდიოჩანაწერებიც გაავრცელა, რომელთა მიხედვითაც, ბერა ივანიშვილი ამ თემაზე ამჟამინდელ პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან საუბრობს, რომელიც ამ ქმედებებს იწონებს და ახალისებს.

„ქართულ ოცნებაში“ აცხადებენ, რომ გავრცელებული აუდიოჩანაწერი 2010-2011 წელს ფარული მოსმენების ფაბრიკაციაა.

საქართველოს პროკურატურამ  გამოძიება დაიწყო ჩანაწერების უკანონოდ მოპოვების, დამონტაჟების და გავრცელების ფაქტზე.

კომენტარები
თეგები

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close