fbpx
კრიმინალი

„აკვიატებული ჰქონდა, ეს ბავშვი უნდა მოვკლაო, განწირული ვყვიროდი, გავარვარებული ღუმელი მესროლა“ – გურჯაანში გარდაცვლილი ჩვილის დედა

11 თვის ჩვილი გურჯაანში 8 მარტის ღამეს გარდაიცვალა. წინასწარი ინფორმაციით, ბავშვის გარდაცვალება ოჯახურ კონფლიქტს უკავშირდება.

გურჯაანში გარდაცვლილი 11 თვის ჩვილის დედა 8 მარტის ღამეს მომხდარ ამბავს იხსენებს.

თეონა ონიაშვილი ჰყვება, რომ ინციდენტის დროს მისი მეუღლე ნასვამი იყო:

„8 მარტის ღამე იყო. მეგობრები ჰყავდა და სვამდნენ. ერთ-ერთი ძმაკაცი დატოვა ჩვენთან სახლში. ლუდი დალიეს და იმ ბიჭს აუშარდა.

მაგ დროს მე მეძინა, ასანთისთვის გამაღვიძა და გამაგდო ქუჩაში ბავშვით. იმ ბიჭის წასვლის შემდეგ, მეძებდა და მედავებოდა, სხვა გიყვარსო, ეჭვიანობდა, ბავშვს ხელიდან მგლეჯდა. აკვიატებული ჰქონდა, ეს ბავშვი უნდა მოვკლაო. განწირული ვყვიროდი, გავარვარებული ღუმელი მესროლა და წავიქეცი. ის ბავშვს ხელიდან მგლეჯდა. ბავშვთან ერთად, თავის გადასარჩენად, მეზობელთან გავიქეცი და იქ მივხვდი, რომ ცოცხალი აღარ იყო“, – თქვა ონიაშვილმა.

სამართალდამცველებმა 36 წლის მამაკაცი დააკავეს. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126′-ე მუხლით მიმდინარეობს, რომელიც ოჯახურ ძალადობას ითვალისწინებს.

წყარო: primetime.ge

კომენტარები
თეგები

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close