მოგზაურობამსოფლიორას არ გაიგებ/ფაქტები

პინგვინი ვეშაპებისგან გადასარჩენად ტურისტების ნავში ჩახტა🐧🐳 (ვიდეო)

ბლოგერმა მეტ კარსტენმა და მისმა ცოლმა ანამ ანტარქტიდაში მოგზაურების დროს გადაიღეს, თუ როგორ დაედევნა პინგვინს რამდენიმე ცელნამგალა ვეშაპი. ამის შესახებ The Daily Mail-ი წერს.

ვიდეოში ჩანს, რომ ვეშაპები ნავებს მიუახლოვდნენ, რომლებშიც ტურისტები ისხდნენ, ისინი ბლოგერების მიერ წყალქვეშ დამონტაჟებულმა კამერამაც აღმოაჩინა. შემდეგ კი მტაცებლების ყურადღება პინგვინმა მიიპყრო. ვეშაპები მას დაედევნენ, თუმცა შემდეგ პინგვინმა ერთ-ერთ ნავში ჩახტომა მოახერხა.

კარსტენი ჰყვება, რომ ამის შემდეგ ვეშაპები ნავს გარკვეული დროის განმავლობაში მოსდევდნენ, თუმცა შემდეგ მიხვდნენ, რომ პინგვინს ვეღარ დაიჭერდნენ და სხვა მიმართულებით გაცურეს. პინგვინმა კი თავის მხსნელებთან კიდევ რამდენიმე წუთი გაატარა, შემდეგ კი, როცა თავი უსაფრთხოდ იგრძნო, ნავიდან გადახტა.

imedinews.ge

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close