fbpx
საზოგადოებასაქართველო

მერი ვანდალების აღზრდას აპირებს – ვანდალიზმის მძიმე ფაქტები თბილისში (ვიდეო)

თბილისის მერიის პრესსამსახური სოციალურ ქსელში ვიდეოკოლაჟს ავრცელებს, სადაც სხვადასხვა სახის ვანდალიზმის შემთხვევაა ასახული.

ვიდეოკადრებში ჩანს, როგორ ტეხენ სათვალთვალო კამერებს, ანადგურებენ  სათამაშო მოედნებს და აზიანებენ მიწისქვეშა გადასასვლელებს.

„ამ კადრების შინაარსი გაცილებით მძიმეა, ვიდრე ინფრასტრუქტურის დაზიანებით და მისი განადგურებით მიყენებული ზარალი“, – წერს მერიის პრესსამსახური.

ვანდალიზმის გახშირებულ ფაქტებზე თბილისის მერმა კახა კალაძემ მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზეც ისაუბრა.

მერმა აღნიშნა, რომ ხშირ შემთხვევაში ასეთი სამწუხარო ფაქტები ახლად რეაბილიტირებულ სკვერებსა და პარკებში ხდება და მოსახლეობას მოუწოდა მერიას ვანდალიზმთან ბრძოლაში დაეხმაროს.

კალაძის ინფორმციით, 2020 წელს ვანდალიზმი 168 მისამართზე დაფიქსირდა.

მისი თქმით, მერია მზად არის დამატებით ღონისძიებები გაატაროს, რათა ახალგაზრდებს აუხსნან, რომ ასეთი საქციელი არასწორია და არ არის მისასალმებელი.

ვინ, როგორ და როდის აუხსნის ვანდალებს, რომ ასეთი საქციელი „ არასწორია და არ არის მისასალმებელი“, ჯერ გაურკვეველია, ისევე, როგორც გაურკვეველია ბიუჯეტის თანხებით დაფინანსებული „შეგონების კურსის“ შედეგი. იქნებ სანამ  მერია აღმზრდელობით ფუნქციას შეითავსებს, იმაზეც ეფიქრათ, რომ არსებობს  კანონმდებლობა და ეზრუნათ მის ამუშავებაზე.

როგორც შშს-ში განმარტავენ, ვან­და­ლიზ­მის ფაქ­ტის შემ­თხვე­ვა­ში საქ­მის წარ­მო­ე­ბა 187-ე მუხ­ლით მიმ­დი­ნა­რე­ობს, რაც ნივ­თის და­ზი­ა­ნე­ბას ან გა­ნად­გუ­რე­ბას გუ­ლის­ხმობს.

187-ე მუხ­ლის თა­ნახ­მად, სხვი­სი ნივ­თის და­ზი­ა­ნე­ბა ან გა­ნად­გუ­რე­ბა, რა­მაც მნიშვნელოვანი ზარალი გამოიწვია, ის­ჯე­ბა ჯა­რი­მით ან სა­ზო­გა­დო­ე­ბის­თვის სა­სარ­გებ­ლო შრო­მით, ვა­დით 100-იდან 180 სა­ა­თამ­დე, ან გა­მას­წო­რე­ბე­ლი სა­მუ­შა­ო­თი, ვა­დით ერთ წლამ­დე. მუხ­ლი ასე­ვე ით­ვა­ლის­წი­ნებს თავისუფლების ღკვეთას, ვადით ერ­თი­დან სამ წლამ­დე.

მანანა ბანძელაძე

კომენტარები
თეგები

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close