საზოგადოებასაქართველო

მაკო გომური აცხადებს რომ თვალის პროთეზი გაუტყდა და პრობლემის მოგვარებას მოითხოვს

2019 წლის 20-21 ივნისის მოვლენების დროს დაზარალებული მაკო გომური აცხადებს, რომ 3 კვირის წინ თვალის პროთეზი გაუტყდა და პირველი პროთეზის გამოყენება უწევს, რომლის ტარება მტკივნეული და ჯანმრთელობისთვის საზიანოა.

„ზუსტად 3 კვირის წინ გამიტყდა თვალის პროთეზი, მართლა გამიტყდა. თვალში ვისვამდი და დამივარდა და გატყდა (შეგიძლიათ გაგეცინოთ, ხსნილია). და თვალში მიდევს პირველი პროთეზი, რომლიც არ შეიძლება არანაირად.

მტკივა, ფორმა არ ემთხვევა, ნაოპერაციების ნაწიბურებს აფუჭებს და ა.შ. სხვა ზომებს ნუ მიმაღებინებთ და დროულად გამეცით პასუხი – მოაგვარებთ პრობლემას და გაგვიშვებთ, თუ უკვე შეიმშრალეთ-კიდეც საქმიდან დაბანილი ხელები? უბრალოდ მითხარით კი ან არა“, – წერს გომური ფეისბუქზე.

როგორც ის აღნიშნავს, ბუნდოვანია, უცხოეთში მისი მკურნალობის გაგრძელების საკითხიც. „ბოლოს ვიყავი არჩევნებამდე, ვიმეორებ – ა რ ჩ ე ვ ნ ე ბ ა მ დ ე ! (6 სექტემბერს ჩამოვფრინდი), ექიმმა 3-5 თვეში უკან დამიბარა. ზუსტად 1 თვეა ჰაერში ვართ გამოკიდებულები“, – აღნიშნავს ის.

2019 წლის 20-21 ივნისის ღამეს 18 წლის მაკო გომურმა საპროტესტო აქციის დაშლის დროს თვალი დაკარგა.

ისრაელის კლინიკებში მკურნალობის გაგრძელების საკითხზე თვეების განმავლობაში ელოდებიან პასუხს 20-21 ივნისის მოვლენების სხვა დაზარალებულები, კობა ლეთოდიანი და დემეტრე ნაყოფია.

radiotavisufleba.ge

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close