fbpx
რას არ გაიგებ/ფაქტებიიტალია

კუნძულ სარდინიაზე ხელისუფლებამ მოსახლეობას კორონავირუსით დაინფიცირება აუკრძალა

იტალიაში, კუნძულ სარდინიაზე, ქალაქ ონიფერის ხელისუფლებამ გამოსცა განკარგულება, რომლის საფუძველზეც ადგილობრივ მოსახლეობას კორონავირუსით დაინფიცირება აუკრძალა. ამის შესახებ გამოცემა La Nuova Sardegna წერს.

გამოცემის ცნობით, გადაწყვეტილება ონიფერის მერმა მას შემდეგ მიიღო, რაც ქალაქი ექიმის გარეშე დარჩა, ხოლო ახალი მედიკოსის ძებნის პროცესი წარუმატებელი აღმოჩნდა.

„მოსახლეობას კატეგორიულად ეკრძალება COVID-19-ით დაინფიცირება, მკურნალობისა და მედიკამენტების მოთხოვნა“, – ნათქვამია დოკუმენტში.

გამოცემის ცნობით, სარდინიაზე პანდემიის დაწყებიდან COVID-19-ის 38 731 შემთხვევა გამოვლინდა. ვირუსმა 994 ადამიანი იმსხვერპლა.

imedinews.ge

კომენტარები
თეგები

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close