fbpx
ქართველები უცხოეთშისაქართველო

რა რეჟიმში იმუშავებენ საქართველოს საკონსულოები 3-იდან 15 იანვრის ჩათვლით

საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, 2021 წლის 3 იანვრიდან 15 იანვრის ჩათვლით პერიოდი გამოცხადდა უქმე/დასვენების დღეებად. შესაბამისად, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს საკონსულო დეპარტამენტის ცხელ ხაზი: (+995 32) 294 50 50 იმუშავებს შეზღუდული რესურსით.

საშობაო არდადეგები საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობებზეც ვრცელდება. აქედან გამომდინარე, საგარეო უწყება გთხოვთ, დაუკავშირდეთ ცხელ ხაზზე ან მიმართოთ შესაბამის საკონსულო დაწესებულებას მხოლოდ შემდეგ შემთხვევებში:

  • ბუნებრივი კატასტროფა;
  • ნებისმიერი შემთხვევა, როდესაც საფრთხე ექმნება ან შეექმნა მოქალაქეთა სიცოცხლეს ან ჯანმრთელობას;
  • საქართველოს მოქალაქის დაბადება;
  • საქართველოს მოქალაქის გარდაცვალება/გადმოსვენება;
  • სამგზავრო დოკუმენტის დაკარგვა;
  • საქართველოს მოქალაქის ადგილსამყოფელის დადგენა.

ელექტრონული ფოსტის მისამართია: [email protected]

კომენტარები
თეგები

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close